მურვან ჯაყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურვან ჯაყელი — სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის II ნახევარში. წყაროებში მოხსენებულ ჯაყელთა საგვარეულოს მეორე წარმომადგენელი ბეშქენ I ჯაყელის შემდეგ, შესაძლოა მისი შვილიც. ყველის (ციხე-ქალაქი ჯავახეთში) ერისთავი. მისი სახელი უნდა იკითხებოდეს ჯაყელთა საგვარეულო სამარხის — ალის წმ. გიორგის ეკლესიის ეკვტერის XI საუკუნის სამშენებლო წარწერის დაზიანებულ ნაწილში, როგორც ამ ეკვტერის ამშენებლისა. ამავე წარწერაში მოხსენებული არიან ჯაყელთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებიც: ერისთავთერისთავი ბოცო, ივანე და ბეშქენი. „მატიანე ქართლისა“ გვამცნობს, რომ XI საუკუნის 60-იან წლებში, ბაგრატ IV-ის ბრძანებით, ჯაყელი თავისი ლაშქრით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქვაბულიძესთან ერთად, დაედევნა ქართლში შემოჭრილ განძისა ამირა ფადლონს და გააქცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]