მურანუვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურანუვის მდებარეობა შრუდმიეშციეს რაიონში

მურანუვი (პოლ. Muranów) — საცხოვრებელი უბანი ვარშავაში, შრუდმიეშციეს რაიონში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

მურანუვი, როგორც დასახლებული ადგილი, გაჩნდა XVII საუკუნეში. ამ ადგილას სასახლე ედგა ვენეციელ არქიტექტორს, იოზეფ ბელოტის, რომელმაც საკუთარ სასახლეს მურანუვი უწოდა ვენეციის ახლოს მდებარე კუნძულის, მურანოს, გამო. აქედან მოდის უბნის სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომამდე მურანუვი ებრაელებით დასახლებული უბანი იყო. ამან განაპირობა გეტოს სწორედ ამ უბანში შექმნა. ვარშავის გეტოს ტერიტორია ძირითადად ამ უბანს ემთხვეოდა. 1943 წელს, მორდეხაი ალენევიჩის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარშავის გეტოს აჯანყება. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, და უბანი მთლიანად დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე შენობა. 50-იან წლებში მოხდა მურანუვის ხელახალი განაშენიანება ერთიანი ურბანული გეგმით. ვარშავის გეტოს ნანგრევებზე გაშენდა საცხოვრებელი უბანი სოციალისტური რეალიზმის არქიტექტურით.

გეტოს გმირების მემორიალი

თანამედროვეობა[რედაქტირება]

დღესდღეობით მურანუვი საცხოვრებელი უბანია, თუმცა აქ არის ვარშაველ ებრაელთა სამახსოვრო დაფები, ვარშავის გეტოს გმირების მონუმენტი, უმშლაგპლაცის მემორიალი. დაგეგმილია დაგეგმილია მეტრო სადგურ მურანუვის (ანილევიჩის და გენერალ ანდერსის ქუჩების გადაკვეთაზე) და პოლონელ ებრაელთა ისტორიის მუზეუმის აშენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]