მუმლი მუხასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუმლი მუხასა — ერთ-ერთი უძველესი ქართული (კახური) ხალხური სიმღერა. მომდინარეობს წარმართული ხანიდან. იგი შეიქმნა მუხის, როგორც სიძლიერისა და გამძლეობის სიმბოლოს, სადიდებლად. სიმღერამ თავისი განვითარების მრავალსაუკუნოვან მანძილზე გარკვეული ცვლილებები განიცადა შინაარსის, სოციალური ფუნქციისა და მუსიკალური აღნაგობის მხრივ. მკაფიოდ გამოხატული მეტრ-რიტმი და შესრულების ანტიფონური (ორგუნდოვანი) წესი გვაფიქრებინებს, რომ სიმღერა თავდაპირველად მუხის გარშემო ფერხულით სრულდებოდა. დროთა განმავლობაში „მუმლი მუხასა“ შეიცვალა თავისი პირვანდელი ფუნქცია და შრომის სიმღერად იქცა (სრულდება სიმინდის თოხნის დროს). XIX საუკუნეში „მუმლი მუხასა“ საბოლოოდ დაიხვეწა და სამხმიანი სიმღერის სახით გავრცელდა. სიმღერამ სიმბოლური ხასიათი (მუხა-საქართველო, მუმლი-მტრები) და პატრიოტული ჟღერადობა შეიძინა. „მუმლი მუხასა“ პირველად ზ. ჩხიკვაძემ გამოაქვეყნა თავის კრებულში 1896 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961;
  • თ. მამალაძე, შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962;
  • ზ. ჩხიკვაძე, სალამური, ტფ., 1896;
  • გ. ჩხიკვაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 197-198, თბ., 1984