მუკორისნაირი სოკოები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუკორისნაირი სოკოები
Mature sporangium of a Mucor sp. fungus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
რიგი: მუკორისნაირი სოკოები
ლათინური სახელი
Mucorales
დაცვის სტატუსი

მუკორისნაირი სოკოები (Mucorales), უმდაბლესი სოკოების რიგი ზიგომიცეტების კლასისა (ადრე მიაკუთვნებდნენ ფიკომიცეტების კლასის ზიგომიცეტების ქვეკლასს). აქვთ უუჯრედო მიცელიუმი. მრავლდებიან უსქესოდ (სპორანგიუმებით) ან სქესობრივად (ზიგოგამია). ცნობილია 250-მდე სახეობა. უმრავლესობა საპროფიტია, ზოგი კი — თავისი მონათესავე სოკოების პარაზიტი. ზოგიერთი სახეობა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადება, მაგ., Rhizopus nigricans მზესუმზირას კალათის მშრალ სიდამპლეს, Rhizopus nigricans — სიმინდის ტაროს ნაცრისფერ სიდამპლეს და სხვა. ცნობილია ადამიანისა და ცხოველების მიკოზების გამომწვევი სახეობებიც. მუკორის (Mucor) გვარის ზოგიერთ სახეობას ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ნახუცრიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 193-194, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე