მუზარადა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუზარადა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Scutellaria | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მუზარადა (Scutellaria), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. მარტივი, ბეწვით შებუსვილი მოპორისპირე ფოთლები აქვთ. ჯამი ზარისებრი და ორტუჩა. ზედა ტუჩს ზურგის მხარეზე სავარცხლისებური გამონაზარდი აქვს, გვირგვინს — გრძელი მილი ორტუჩა გადანაღუნი. ზედა ტუჩი ჩაზნექილია, თითქმის ჩაჩისებრი (მუზარადივით). 300-მდე სახეობა მსოფლიოში. საქართველოში 12 სახეობა გვხვდება, მათგან ერთი Scutellaria helenae საქართველოს ენდემია. იზრდება ძირითადად კლდეებზე, ნაშალებზე, ქვიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან ალპურამდე. მუზარადას მრავალი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მ. ივანიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 190, თბ., 1984
სტატიის