მტკვრის წვერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მტკვრის წვერა
Mtkvristswera.jpg
მტკვრის წვერა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: კობრისებრნი
ლათინური სახელი
Barbus lacerta cyri

მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta cyri) — მდინარე მტკვრის ენდემური სახეობაა, რომელიც წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე თითქმის ბრტყელი ზურგით გამოირჩევა. სხეული დაწინწკლული აქვს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია — ზურგის და უკანა ფარფლი რუხია, ქვედებს კი წითელი ფერი დაკრავთ. სხეულის მაქსიმალური ზომა 38 სანტიმეტრია, წონა — 300 გრამი. მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოში, აზერაბაიჯანში, სომხეთსა და ირანში გვეხდება. გავრცელების ძირითადი კერები კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია — მტკვარი, არაქსი და ლენკორანკა. სახეობის გარკვეული ნაწილი ტბებში ბინადრობს.

საქართველოში მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]