მსუბუქი მუსიკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსუბუქი მუსიკა, ადვილად აღსაქმელი ძირითადად გართობისათვის განკუთვნილი მუსიკა. გამოირჩევა შინაარსისა და მუსიკალური ენის შედარებითი სიმარტივით. ჟანრულად მრავალფეროვანია, მოიცავს სიმღერას, ცეკვას, საკრავიერ პიესას, სიუიტას, რაფსოდიას, ფანტაზიას პოპულარულ თემაზე, ოპერეტას. მსუბუქი მუსიკის პირველი ნიმუშები იუო სახუმარო სიმღერები, ოპერა-ბუფი, ზინგშპილი, ვოდევილი, კომიკური ოპერა. მსუბუქი მუსიკამ განვითარების მწვერვალს მიაღწია XIX საუკუნეში მამა-შვილ შტრაუსების, ჟ. ოფენბახის, ი. ლანერის შემოქმედებაში, თანამედროვე პირობებში ფართოდ გავრცელდა მსუბუქი მუსიკის მონათესავე საესტრადო მუსიკა, კერძოდ ჯაზი და ე. წ. „პოპ-მუსიკა“ ანუ „როკ-მუსიკა“, რომლებიც თავისი ფესვებით აფრიკისა და აზიის ხალხების მუსიკალურ ფოკლორთანაა დაკავშირებული. მსუბუქი მუსიკის ჟანრში ნაყოფიერად მუშაობდნენ: ი. დუნაევსკი, მ. ბლანტერი, ო. ფელცმანი, ი. ფრენკელი და სხვები; ქართველი კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, რ. გაბიჩვაძე, შ. მილორავა, დ. თორაძე, გ. ცაბაძე, ვ. აზარაშვილი, გია ყანჩელი და სხვები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე