მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hou Yifan - Humpy Koneru, Tirana 2011

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის იმართება 1927 წლიდან ფიდეს ეგიდით.

[რედაქტირება] ისტორია

მეოცე საუკუნის დასაწყისში ჭადრაკმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა ქალთა შორის და ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორისაც. მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების სისტემა რამდენჯერმე შეიცვალა. 1927-1939 წლებში ჩატარდა 7 ტურნირი და ერთი მატჩი მსოფლიო პირველობაზე.

ვერა მენჩიკის გარდაცვალების 1944 შემდეგ ფიდემ 1949/1950 წლების გასაყარზე მოსკოვში ჩაატარა ტურნირი მსოფლიოს უპირველესი მოჭადრაკე ქალის გამოსავლენად. ამავე დროს შემოიღო მკაცრი სამწლიანი ციკლი. ეს ციკლი იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ ზონებში გამარჯვებული მოჭადრაკეები პრეტენდენტთა ტურნირებში (მატჩებში) არკვევდნენ, თუ ვინ უნდა შეხვედროდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. 1971 წლიდან მსოფლიოში ქალთა ჭადრაკის სულ უფრო მზარდ პოპულარიზაციასთნ დაკავშვრებით, ფიდემ ზონალური ტურნირების შემდეგ დაუმატა კიდევ ერთი ეტაპი საზონათაშორისო ტურნირი, რომელიც არკვევდა პრეტენდენტთა ვინაობას. პრეტენდენტთა ტურნირის (მატჩების) გამარჯვებული კი ხვდებოდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს 16 პარტიან მატჩში. 80-ანი წლების შუა ხანებიდან სამწლიანი ციკლი ორწლიანად გადაკეთდა. 2000 წლიდან ფიდემ შეცვალა სისტემა და მსოფლიოს ჩემპიონის გამოვლენა ე.წ. „ნოკაუტ-სისტემით“ დაიწყო.

2008 წელს ფიდემ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩემპიონატის ჩატარების სისტემა. გადაწყდა 2009-2010 წლებში ჩატარებულიყო 6 „გრან-პრის“ ტურნირი. თითოეული მოჭადრაკე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ოთხ ტურნირში. შემოღებულ იქნა ქულათ დარიცხვის სისტემა. ტუნრირების დამთვრების შემდეგ გამარჯვებული მატჩში შეხვდება მსოფლიოს ჩემპიონს.

# ციკლი ჩატარების

ადგილი

ტურნირი
I 1927 ლონდონი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
II 1930 ჰამბურგი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
III 1931 პრაღა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
IV 1933 ფოლკსტონი,ინგლისი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
V 1935 ვარშავა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VI 1937 სტოკჰოლმი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VII 1937 ზემერინგი,ავსტრია მატჩი მსოფლიოს პირველობაზე
VIII 1939 ბუენოს-აირესი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
IX 1949/1950 მოსკოვი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
X 1950-1953
XI 1953-1956
XII 1956-1959
XIII 1962-1965
XIV 1962-1965
XV 1965-1969
XVI 1969-1972
XVII 1972-1975
XVIII 1975-1978
XXI 1978-1981
XXII 1981-1984
XXIII 1984-1986
XXIV 1986-1988
XXV 1988-1991
XXVI 1991-1993
XXVII 1993-1995
XXVIII 2000 დელი „ნოკაუტ-სისტემა“
XXIX 2001 მოსკოვი „ნოკაუტ-სისტემა“
XXX 2004 ელისტა „ნოკაუტ-სისტემა“
XXXI 2006 ეკატერინობურგი „ნოკაუტ-სისტემა“
XXXII 2008 ნალჩიკი „ნოკაუტ-სისტემა“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე