მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ფიდემ როგორც იქნა გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩატარებულიყო პირველი ასეთი ტურნირი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში. მონაწილეებად მოწვეულ იქნენ ბოლო ოლიმპიადის და კონტინენტური პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები. გუნდები ოთხ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰყავდათ კიდევ ერთი სათადარიგო მოთამაშე. ჩათვლა ხდებოდა გუნდური (მოგება-2, ფრე -1 და წაგება - 0 ქულა) ქულების გათვალისწინებით. მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ჩინელები, ბოლო ოლიმპიადების ჩემპიონები, უკრაინის და საქართველოს გუნდები, აგრეთვე რუსეთის და ბოლო ევროპის ჩემპიონის, პოლონეთის ნაკრებები.

ჩემპიონები და პრიზიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონატი ჩატარების თარიღი ჩატარების ადგილი მონაწილეთა რაოდენობა ჩატარების სისტემა დაფათა რაოდენობა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
I ჩემპიონატი 17 - 30 მაისი 2007 ეკატერინბურგი, დროშა: რუსეთი რუსეთი 10 წრიული 4 ჩინეთის დროშა ჩინეთი რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
II ჩემპიონატი 1 - 12 სექტემბერი 2009 ნინბო, დროშა: ჩინეთი ჩინეთი 10 წრიული 4 ჩინეთის დროშა ჩინეთი რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
III ჩემპიონატი 18 - 28 დეკემბერი 2011 მარდინი, დროშა: თურქეთი თურქეთი 10 წრიული 4 ჩინეთის დროშა ჩინეთი რუსეთის დროშა რუსეთი საქართველოს დროშა საქართველო
IV ჩემპიონატი 2 - 13 მარტი 2013 ასტანა, დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი 10 წრიული 4 უკრაინის დროშა უკრაინა ჩინეთის დროშა ჩინეთი რუსეთის დროშა რუსეთი

საქართველოს ნაკრები ოთხჯერ მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატებში და მხოლოდ მესამე ჩემპიონატში მოახერხეს სამეულში შესვლა.