მრუშობა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრუშობა, მრუშება, ძველ საქართველოში სქესობრივი კავშირი ცოლისა და სხვა კაცთან ან ქმრისა — სხვა ქალთა, „მეუღლიანის ბოზობა“ (საბა). საეკლესიო სამართალი მრუშობისთვის სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას აწესებდა. საერო სამართლითა და ზნეობით მრუშობა ქმარს დიდ დანაშაულად არ ეთვლებოდა; მოღალატე ცოლს კი ქმარი გაეყრებოდა და მის საყვარელ კაცზედაც შურს იძიებდა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ., ტფ., 1929
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 173, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები