მრგვალფარფლიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cyclopteridae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მრგვალფარფლიანები, პინაგორისებრნი (Cyclopteridae), ზღვის თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ მოკლე სხეული (60 სმ-მდე), სფეროსებრი, წინა ნაწილში გაბერილი, უკან შევიწროვებული. მასა 3 კგ-მდე. ტოფობის პერიოდში მკვეთრი „საქორწინო მორთულობა აქვს. ოჯახში 9 გვარი და 30 სახეობაა. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. ფსკერის თევზებია, იკვებებიან წვრილი თევზებით, კიბოსნაირებით და სხვა. არეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პინაგორს (საკვებად იყენებენ ხორცს, ქვირითსა და ღვიძლს)“.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 167, თბ., 1984