მრავალძარღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალძარღვა
Breitwegerich.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Lamiales
ოჯახი: მრავალძარღვასებნი
გვარი: მრავალძარღვა
ლათინური სახელი
Plantago

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მრავალძარღვა (Plantago) — მცენარეთა გვარი მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია. გვარი მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია დედამიწის ზომიერ საერტყელში. საქართველოში 11 სახეობაა. იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. Plantago major, Plantago media და Plantago lanceolata ფართოდ გავრცელებული სახეობებია. მრავალძარღვას თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლი — კაროტინს, ვიტამინსა და ფიტონციდებს. ფოთოლს ხმარობენ ჭრილობისა და წყლილის მოსაშუშებლად, ნაყენს — ამოსახველებელ საშუალებად, წვენს — გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]