მრავალსახლიანი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალსახლიანი მცენარეები, პოლიგამიური მცენარეებიყვავილოვანი მცენარეები, რომელთაც ორსქესიან ყვავილებთან ერთად ცალსქესიანი ყვავილებიც უვითარდებათ. ერთსა და იმავე მცენარეზე შეიძლება იყოს ორსქესიანი და მამრობითი ყვავილები (ანდრომონეცია) ან ორსქესიანი და მდედრობითი ყვავილები (გინომონეცია). ზოგჯერ ერთ ეგზემპლარზე ვითარდება ორსქესიანი ყვავილები, სხვებზე — მამრობითი (ანდროდიეცია) ან მდედრობითი (გინოდიეცია). ორსქესიანი, მამრობითი და მდედრობითი ყვავილები შეიძლება სხვადასხვა მცენარეზეც განვითარდეს (ტრიეცია). აღნიშნულ ტიპებს შორის დადგენილია გარდამავალი ფორმებიც. მრავალსახლიანობა ხელს უწყობს მცენარეთა ჯვარედინ დამტვერვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]