მოწინავე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოწინავეხორბლის სელექციური ჯიში. შექმნილია საქართველოს სასელექციო სადგურში ჩრდილოეთ ოსეთის ჰიბრიდული ფონდიდან მასობრივი გადარჩევის გზით. რბილი ხორბლის სახესხვაობაა (ერითროსპერმუმი).

საშუალო-საადრეო და მაღალმოსავლიანია. აქვს სწორმდგომი ღერო. მარცვალი შეიცავს 12-14% ცილას. გამოირჩევა შეუნაცვლელი ამინმჟავის — ტრიფტოპანის გადიდებული შემცველობით და ჯიშთწარმოქმნის მაღალი უნარით.

ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით. გამძლეა ყვითელი და მურა ჟანგას, აგრეთვე მაგარი გუდაფშუტას მიმართ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]