მოცხარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოცხარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Saxifragales
ოჯახი: ხუნწისებრნი
გვარი: მოცხარი
ლათინური სახელი
Ribes
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მოცხარი, ხუნწი (Ribes), მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი (Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებულია სახეობები უეკლო ბუჩქებია. კულტურაში ცნობილია მოცხრის მრავალი ჯიში, მ. შ. აღსანიაშნავია წითელი და შავი მოცხარი. შავი მოცხრის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და საკვებია, იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვა. წითელი მოცხრის ნაყოფს ხმარობენ ნედლად და გადამუშავებულს. ორივე მრავლდება კალმით და გადაწიდენით. ოქროსფერ მოცხარს იყენებენ როგორც დეკორატიულ ბუჩქს, აგრეთვე ტყისსაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმის მისაღებად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 154, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე