მოჩა (კუნძული)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული მოჩა

მოჩა (ესპ. Isla Mocha) — პატარა კუნძული ჩილეს არაუკოს პროვინციის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში. კუნძულის ფართობი დაახლოებით 48 კვ.კმ-ია. მასზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაჭიმულია მთათა სისტემა. მაპუჩეს მითოლოგიაში, გარდაცვლილთა სულები ამ კუნძულზე მიემგზავრებოდნენ. დღესდღეობით, კუნძულზე მდებარეობს მოჩას ბუნებრივი ნაკრძალი, რომელიც კუნძულის ტერიტორიის 45 %-ს იკავებს. აღსანიშნავია, რომ კუნძულის სიახლოვეს ჩაძირულია არაერთი გემი. მოაჩას სანაპირო წყლები პოპულარული ადგილია თევზაობის მოყვარულთათვის.

[რედაქტირება] ისტორია

მოჩა ისტორიულად დასახლებული იყო მაპუჩეს ტომის ხალხით. კუნძული აღმოაჩინა ხუან ბაუტისტა პასტენემ 1544 წლის 10 სექტემბერს და უწოდა Isla de San Nicolas de Tolentino.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე