მოშინაურება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძაღლები და ცხვრები იყვნენ პირველები ვინც მოიშინაურეს

მოშინაურება, დომესტიკაცია — გარეულ ცხოველთა მოჩვევა და ადამიანის სამეურნეო საჭიროებისათვის შინაურ ცხოველებად გარდაქმნა. მოშინაურება დაახლოებით 10-15 ათასი წლის წინათ დაიწყო და დასაბამი მისცა მეცხოველეობას. მოშინაურების პროცესში ცხოველები ადამიანის მიერ მათთვის შექმნილ პირობებში იცვლებიან და მით უფრო თვალსაჩინოდ, რაც უფრო მეტ შრომას ხარჯავს ადამიანი მისთვის სასურველი თვისებების მქონე ცხოველთა მისაღებად. მოშინაურების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ხელოვნური გადარჩევის გავლენით და ბუნებრივი გადარჩევის განსაზღვრული მოქმედებით, თან ახლავს ცხოველთა მორფოლოგიური ცვლილებების კომპლექსი. ცხოველთა უმრავლესობა განიცდის მკვეთრ მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიურ დიფერენციაციას, ქცევითი რეაქციების გამარტივებას, ტვინის მოცულობის შემცირებას, ნერვული სისტემის რეაქტიულობის დაქვეითებას; სასქესო ჯირკვლების ჰიპერფუნქციას და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციას; სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განუვითარებლობას; ჰეტეროზიგოტულობის მატებას და ცვალებად საარსებო პირობებში მაღალ ფენოტიპურ სტაბილობას; მუტაციების ფენოტიპური გამოვლინების ცვლილებას შეცვლილი გენოფონდის გავლენით; ცვალებადობის საერთო მატებას. თუ მოშინაურებასთან დაკავშირებული ცვლილებები ღრმაა, შინაურ ცხოველთა გაველურება შეუძლებელია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]