მოტიტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Motiti Island | |
|---|---|
კუნძულის აერო-ხედი |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 10 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 57 მ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 27 (2006) |
მოტიტი — კუნძული პლენტის უბეში, ჩრდილოეთ კუნძულის სანაპიროსთან, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ქალაქ ტაურანგიდან 21 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქ პაპამოიდან ამავე მიმართულებით 9,4 კმ-ზე. 2006 წლის მონაცემებით, კუნძულზე 18 სახლია და ცხოვრობს 27 ადამიანი.[1]
კუნძულის ზედაპირი ბრტყელია, ფართობი 10 კმ². ძირითადად შედგება მიოცენის ხანის ვულკანური კლდეებისგან, უფრო ახალი დანალექები აღმოჩენილია სამხრეთ ნაწილში.[2] ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, გაშენებულია ავოკადოს პლანტაციები. ადგილობრივები და სტუმრები ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით მოძრაობენ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ QuickStats About Motiti Island, 2006 Census, Statistics New Zealand. Retrieved 29 October 2010.
- ↑ Motiti Island, An Encyclopaedia of New Zealand (1966). Retrieved 29 October 2010.