მიხო მოსულიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მოსულიშვილი, მიხო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხო მოსულიშვილი
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1962 (1962-12-10) (51 წლის)
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პერიოდი 1984 –
ჟანრი პროზა, დრამატურგია
თემატიკა ათი მცნების თემატიკა
მიმდინარეობა მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი
დებიუტი ტყის კაცი, 1984
Magnum opus ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი), 2011


ოფიციალური საიტი

მიხო (მიხეილ) ანზორის ძე მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიხო მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ტატა თვალჭრელიძის[1], ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).

1986 წლიდან მუშაობდა გეოლოგად საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკურ ექსპედიციაში (ფშავის გეოლოგიურ-აგეგმვითი პარტია), სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში („საქართველო“, „ერისიონი“, „ცისკარი“ (1996-2004 წ.წ., პროზის განყოფილების რედაქტორი), „იმიჯი“, „ლიტერატურული პალიტრა“ (2004-2009 წ.წ., მოწვეული რედაქტორი) და სხვა); რამდენიმე წელიწადი თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს ტელეკომპანიებისათვის „რუსთავი 2“ და „მზე“.

პირველი მოთხრობა ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში.

რედაქტირებული აქვს თხუთმეტამდე წიგნი[2], მათ შორის, მხატვარ ლევან ხარანაულთან ერთად ნამუშევარი აქვს გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველების წიგნზე ბინდისფერი ხეობიდან ცამდე[3] („გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი“, თბ. 2013 წ. — ISBN 978-9941-0-5805-9) და მარიამ ხუცურაულის სამწიგნედზე სანათა (გამომცემლობა „საუნჯე“, თბ. 2012 წ. — ISBN 978-9941-9260-8-2).

მიხო მოსულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე და მათ დამსახურებული აქვთ ლიტერატურული პრემიები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ნამუშევრები[რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება]

პიესები[რედაქტირება]

კინოსცენარები[რედაქტირება]

თარგმანები[რედაქტირება]

  • ბორის აკუნინიაზაზელი[14] (კონსპიროლოგიური დეტექტივი), გამომცემლობა არეტე, თბ. 2004, ISBN 99940-74-8-X; თურქული გამბიტი[15] (ჯაშუშური დეტექტივი), გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006, ISBN 99940-42-07-6; ლევიათანი[16] (ჰერმეტული დეტექტივი), გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა, გამომცემლობა პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8; პიკის ვალეტი (ამბავი თაღლითებზე)[17], გამომცემლობა ლითერასი, თბ. 2013
  • გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსითორმეტი კეისრის ცხოვრება, გამომცემლობა პეგასი, თბ., 2011, ISBN 978-9941-9206-1-5
  • ანრი გიდელი — პიკასო (ბიოგრაფიული რომანი), გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, თბ., 2013, ISBN 978–9941-444-13-5
  • სერგეი ალხუტოვი — მეფე და ძაღლი[18], გამომცემლობა მიმოსი, თბ. 2013

თეატრი[რედაქტირება]

თარგმნილი და დადგმული პიესები[რედაქტირება]

  • საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“[25], რეჟისორი გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი[26], 2014

რადიოთეატრი[რედაქტირება]

  • ტყის კაცი[27] (1988), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • სიკვდილი გუარამ მამფალისა[28] (1989), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • ობობა[29] (1990). რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • ცეკვა მკვდრებით[30] (2008), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი.

ტელევიზია[რედაქტირება]

  • ჩემი მეგობარი ჰიტლერი, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი (იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
  • წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის თანაავტორი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000 წ.წ., რეჟისორები: ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია.
  • ოპერები (სატელევიზიო ფილმი), 3 სერია, სცენარის თანაავტორი, ტელეკომპანია „მზე“, 2002, რეჟისორი კობა ცხაკაია.

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება]

საქართველოს ღირსების მედალი
  • ღირსების მედალი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132 (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში), 1998
  • საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის ტყის კაცი 1987;
  • პირველი პრემია თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში, რომანისთვის უჟამო ჟამის რაინდი. 1998.
  • მწერალთა კავშირის პრემია პიესისათვის თეთრი ლაშქარი, 1998.
  • ინტერნეტულ ჟურნალ „კვალის“ პრემია [31] პიესისთვის მხიარული დამბაჩა. 2003.
  • საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“ [32] (ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის ურაკპარაკი [33] (Глухомань — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005, მოსკოვი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა) დიპლომი და პრემია — 31 დეკემბერი, 2006, ათენი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და სკულპტურა — 8 დეკემბერი, 2007, თბილისი.
  • გალა (ლიტერატურული პრემია) ბიოგრაფიული რომანისათვის „ვაჟა–ფშაველა“[34], 2011
  • ლიტერატურული კონკურსის „ლიტბუნიობის“ პრემია მოთხრობისათვის მერვე ტყვია, (ჟიური: რეზო ჭეიშვილი, დალი ფანჯიკიძე, თამრი ფხაკაძე, აკა მორჩილაძე, მიშა რატიანი), 20 მარტი, 2012
  • ვერცხლის პრიზი[35] გამომცემლობა "უსტარს"[36] კინორომანისათვის “ჰელესა” (სინოპსისით) ეფექტური მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award[37]) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
  • თუმანიშვილის სახელობის ფონდის[38], თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის[39] ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი[40] ერთმოქმედებიანი მითორიტუალური პიესისათვის ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა (ჟიური: მანანა ანთაძე, მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ნიკა წულუკიძე), 12 დეკემბერი, 2012

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯალიაშვილი მ., ლიტერატურული წერილები, თბ., წყაროსთვალი, 2006 - ISBN 99940-899-0-0
  • ჯაველიძე ე., უკეთუ სულითა (ლიტერატურული წერილები), თბ., მერანი, 1989
  • ბენაშვილი გ., ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები, თბ., მერანი, 1989
  • გრიგალაშვილი ნ., ზრუნვის საგანი (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები), თბ., მერანი, 1988

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე
  2. რედ. მიხო მოსულიშვილი
  3. გაიხარე, მკითხველო, წამებულო... (გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველების წიგნი)
  4. Mixo Mosulišvili (1988), T'kis kaci, Tbilisi, Georgia: Kulturis saministro, http://openlibrary.org/books/OL24988615M/T'kis_kaci
  5. Mixo Mosulišvili (1990), Mtʻvariani dġis pʻreskebi, Tbilisi, Georgia: Merani, http://openlibrary.org/books/OL1633842M/Mtʻvariani_dġis_pʻreskebi
  6. Mixo Mosulišvili (1997), Sivr'ce vertikalshi, Tbilisi, Georgia: Merani, http://openlibrary.org/books/OL24988612M/Sivr'ce_vertikalshi
  7. http://www.wix.com/mimos77/helessa
  8. ბედის საზღვარი
  9. თეთრი ლაშქარი
  10. ცეკვა მკვდრებით
  11. არავის ვეყმოთ...
  12. ფლიუგერი არსაით
  13. Group of authors (2012), [[1] 9 Plays VS Violence], ESPO, [2]
  14. აზაზელი
  15. თურქული გამბიტი
  16. ლევიათანი
  17. პიკის ვალეტი (ამბავი თაღლითებზე)
  18. მეფე და ძაღლი
  19. „მეცამეტე ექსპერიმენტული“
  20. „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“
  21. „მხიარული დამბაჩა“
  22. „საშობაო ბატი კომშით“, ილიაუნის თეატრი
  23. „არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა“
  24. Сказка об украденном Новом годе
  25. „საზღვრები“ (მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი)
  26. გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი
  27. ტყის კაცი
  28. სიკვდილი გუარამ მამფალისა
  29. ობობა
  30. ცეკვა მკვდრებით (რადიოდადგმა)
  31. [3] „კვალის“ პრემია
  32. [4] „ბეკარის“ პრემია
  33. Глухомань
  34. Gala (literary prize) winner book: Vazha-Pshavela
  35. Summitawards
  36. Ustari publishing
  37. The Summit Marketing Effectiveness Award
  38. თუმანიშვილის სახელობის ფონდი
  39. [5] თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
  40. „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი