მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე

მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე (რუს.: Моско́вские Триумфа́льные воро́та), ნეოკლასიკური ტრიუმფული თაღი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. მონუმენტი, ძირითადად თუჯით ნაგები, 1834-38 წლებში აღმართეს 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად.

თავდაპირველად ტრიუფული კარიბჭის აღმართვას ობვოდნი არხზე აპირებდნენ, მაგრამ ქალაქის სამხრეთისკენ გაშენების გამო, კარიბჭის ადგილად მოსკოვის გზატკეცილი (ამჟამად მოსკოვის გამზირი) და ლიგორსკის არხი აირჩიეს. ამასთან, მოსკოვის გზატკეცილის გარდიგარდმო დაცვის პოსტიც აღმართეს. ამგვარად, მონუმენტი არა მხოლოდ ტრიუმფული კონსტრუქია იყო, არამედ იმპერიული დედაქალაქის ჭიშკარი.