მოსკოვის ბავშვთა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომპლექსის ძირითადი შენობა 2018 წელს.

მოსკოვის ბავშვთა სახლი ან სააღმზრდელო სახლი (რუს. Воспитательный дом в Москве) იყო ეკატერინე დიდისა და ივან ბეცკოის ამბიციური პროექტი 1760-იან წლებში. განმანათლებლობის ხანის ამ იდეალისტური ცდას მიზანი რუსული სახელმწიფოსთვის "იდეალური მოქალაქეების" გამოზრდა იყო ათასობით უპატრონო ბავშვთათვის უმაღლესი ხარიხსის აღზრდის, განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის მიცემით. მიუხედავად უხვი დაფინანსებისა და საუკეთესო პედაგოგებისა, ბავშვთა სახლში ჩვილთა მაღალი სიკვდილიანობა ვერ აღმოიფხვრა და მან, როგორც სოციალურმა ინსტიტუტმა, ვერ გაამართლა.

მთავარ შენობას, ქალაქის ერთ-ერთი უპირველეს და უდიდეს ნეოკლასიკურ ნაგებობას, კრემლსა და იაუზას მდინარეს შორის მოსკვორეცკაიას სანაპიროს დიდი ნაწილი უჭირავს — მდ. მოსკოვის სანაპიროს 379 მეტრი. კომპლექსი სამ ეტაპად შენდებოდა ორი საუკუნის განმავლობაში, კარლ ბლანკის გენ. გეგმიდან (1767) მის სრულ განხორციელებამდე 1940-იანებში. ამჟამად ყოფილი ბავშვთა სახლის კომპლექსში სარაკეტო ძალების აკადემია და რუსეთის სამედიცინო აკადემია არის განთავსებული.