მოსკიტოს რიფები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკიტოს რიფები მდებარეობს ნიკარაგუის კარიბის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მათი ფართობი არის 27 კმ². მიეკუთვნება ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიურ რეგიონს. მოსკიტოს რიფები შედგება 76 რიფისგან, რომლებიც უმეტესად წარმოქმნილი არიან ესტუარებისგან, მარჯნის რიფებისგან, ზღვის ბალახისგან და კლდოვანი რიფებისგან. 12 მათგანი დაფარულია მცენარეული საფარით. შესაბამისად არიან კუნძულები თეთრი ქვიშის სანაპიროებით.

მოსკიტოს რიფი, ასევე ცნობილია, როგორც Cayo Mayor, არის მოსკიტოს რიფებს შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგის შუაგულში. სხვა მთავარი რიფები არის Maras Cay, Nasa Cay, and Morrison Denis Cay.

მოსკიტოს ბიოლოგიური საცავი არის ერთ-ერთი ნიკარაგუის 78 დაცულ ტერიტორიას შორის. მოსკიტოს რიფები დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა 1991 წელს.