მოსკვა (სარაკეტო კრეისერი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრეისერი "სლავა", 1983 წელს.

სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ (რუს. Ракетный крейсер «Москва», ყოფილი "სლავა", ქართ. "დიდება") წარმოადგენს 1164 პროექტის ატლანტის კლასის ლიდერ გემს და ხელმძღვანელობს სარაკეტო ჯავშნოსან კრეისერებს რუსეთის საზღვაო ფლოტში. გემს პატრონაჟს მოსკოვი უწევს.

სლავა 1976 წელს ააწყვეს 61 კომუნარის გემთსაშენებელ ქარხანაში, მიკოლაევში და ზღვაში პირველად 1979 წელს ჩაუშვეს. 1990 წელს სლავა მიკოლაევის ქარხანაში დააბრუნეს განახლებისთვის. გემი სამუშაო მწყობრში 2000 წელს ჩადგა. ამ პერიოდიდან მას მოსკვა ქვია.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს ომის პერიოდში მოსკვა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში იყო შემოსული. რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობის შემდეგ გემი სოხუმის ნავსადგურში დაბინავდა.