მორფომეტრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორფომეტრია (ბერძნ. morphe – ფორმა და metreō – ვზომავ) — დედამიწის ზედაპირის რელიეფის რაოდენობრივი მახასიათებელი. მორფომეტრიის ძირითადი მაჩვენებელია რელიეფის ფორმების რიცხობრივი მახასიათებელი: ხაზობრივი, ფართობითი, მოცულობითი; გეომორფოლოგიური მოცემული რაიონების აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეები, დანაწევრების სიღრმე და სიხშირე, ასევე განყენებული მახასიათებელი (მდინარის კალაპოტის კლაკნილობის კოეფიციენტი, სანაპირო ხაზისა და სხვ.).

მორფომეტრიული მონაცემები უფრო ხშირად ღებულობენ ტოპოგრაფიული რუკების შემუშავების გზით, შესაძლებელია ასევე აეროფოტომასალების გამოყენება (სტერეოგრაფიული მეთოდების გამოყენებით).

გაზომვებისა და გამოთვლების საფუძველზე იქმნება სპეციალური მორფომეტრიული რუკები ან რუკების ალბომები. მორფომეტრიული მონაცემები აუცილებელია კონსტრუქციების, გზების, ეროზიასთან ბრძოლის მეთოდებისა და სხვ. პროექტირების დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: