მორნინგსაიდ ჰაიტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საცხოვრებელი ბინები კოლუმბიის უნივერსიტეტთან მორნინგსაიდ დრაივის გასწვრივ.

მორნინგსაიდ ჰაიტსი (Morningside Heights) — უბანი მანჰეტენზე, ქ. ნიუ-იორკი, ცნობილი აქ მდებარე დაწესებულებებით, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი, რივერსაიდის ტაძარი და სენტ-ლუკის ჰოსპიტალი.

მორნინგსაიდ ჰაიტს სამრეთით ესაზღვრება ზემო ვეს-საიდი, აღმოსავლეთით მორნინგსაიდ პარკი, ჩრდილოეთით ჰარლემი და რივერსაიდ პარკი დასავლეთით. ქუჩების მიხედვით უბნის საზღვრებია: 106-ე ან 110-ე ქუჩები სამხრეთით, რივერსაიდ დრაივი დასავლეთით, 123-ე ქუჩა ან 125-ე ქუჩა ჩრდილოეთით და მორნინგსაიდ დრაივი აღმოსავლეთით. მთავარი გამჭოლი გზატკეცილია ბროდვეი.

ამ უბანს უწინ (მე-19 საუკუნის ბოლომდე) ბლუმინგდეილ ვილიჯი (ანუ სოფელი ბლუმინგდეილი) ერქვა. ეს სახელი ამჟამინდელი კოლუმბიის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის ადგილას მდებარე სულიერად ავადმყოფთა თავშესაფართან ასოცირდებოდა. თუმცა მოგვიანებით არემარე საცხოვრებელ უბნად გადაიქცა და მოსახლეობას ძველ დაწესებულებასთან ასოციაცია აღარ სურდა. სახელი მორნინგსაიდ ჰაიტსი უფრო ზემო ვესტ-საიდის ჩრდილო ნაწილის დამატება უნდა იყოს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს უარჰყოფს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ უბანს ასევე სოჰას (ინგლ. SoHa - "South of Harlem") უწოდებენ.