მორის ფოცხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის ფოცხიშვილი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1930(1930-06-11)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1997
დასაფლავებულია სამთავროს მონასტერი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მორის თომას ძე ფოცხიშვილი (დ. 11 ივნისი, 1930, თბილისი — გ. 1997[2]) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება. 1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1983-1987 წლებში — გამომცემლობა „ნაკადულის“ დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ — 1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: „ხმა“ (1966), „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983), „შენ სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია ნ.ოსტროვსკის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ზვიო ზდოსლავის, ო. თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).

მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.

მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია ანდერძისამებრ მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]