მორის ბრიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორის ბრიერი, (Briere) (დ. 1 სექტემბერი, 1881 — გ. 11 მარტი, 1960) — ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი.

განათლებით მათემატიკოსი. ქართული ენა შეისწავლა პარიზში, აღმოსავლური ცოცხალი ენების სკოლაში, სადაც 1926—1928 წლებში ისმენდა ნიკო მარის ლექციებს. ნ. მარის თანაავტორობით ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ენის სახელმძღვანელო (პარიზი 1931). 1936 წელს იყო თბილისში. გამოცემული აქვს რამდენიმე ძველი ქართული ტექსტი. მათ შორის „შატბერდის კრებულიდან“ (1954). რობერტ პირპონტ ბლეიკის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მუშაობა ქართული ძველი აღთქმის გამოცემაზე — წინასწარმეტყველთა წიგნებზე (გამოვიდა პარიზში, 1961). 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენას პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის ძველ აღმოსავლური ენების და აღმოსავლური ცოცხალი ენების სკოლაში, აქვეყნებდა სირიულ ტექსტებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შანიძე ა., პროფესორი მორის ბრიერი, "ლიტერატურული გაზეთი", 1960, 6 მაისი, № 19.