მორევის ნაფოტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორევის ნაფოტა
Rutilus frisii gyöngyös koncér.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა: მორევის ნაფოტა
ლათინური სახელი
Rutilus frissii

მორევის ნაფოტა (ლათ. Rutilus frissii), კუდმერცხალათევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, მასა 6 კგ აღწევს. გავრცელებულია აზოვისა და შავი ზღვის აუზში. კასპიის ზღვაში გვხვდება ქვესახეობა — კუტუმი. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ნაპოვნია პალიასტომის ტბაში, მდინარე რიონის შესართავში და სხვა ადგილებში. მრავლდება მდინარეებში. ძვირფასი სარეწი თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვის ზღვაში. საქართველოში სიმცირის გამო მცირე სარეწი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]