მორავიის კარსტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მორავიის კარსტი (ჩეხ. Moravský kras) — კარსტული მხარე ჩეხეთში, ჩეხია-მორავიის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 734 მ-მდე. გადაჭიმულია 25 კმ-ზე, სიგანე 2-6. აგებულია დევონური კირქვებით. პლატოსებრი ზედაპირი დანაწევრებულია ღრმა კანიონებით, ბევრია კარსტული ძაბრი, ჩანაქცევი, პონორი, მშრალი ხეობა, მიწისქვეშა მდინარე, სტალაქტიტებიანი მღვიმე და სხვა კარსტული წარმონაქმნი.
მორავიის კარსტის მღვიმეებში ბინადრობს 18 სახეობის ღამურა, ხოლო უხერხემლო ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ რიგ მღვიმეებში და მდინარე პუნკვასთან, დღემდე არ არიან დეტალურად შესწავლილები.
მორავიის კარსტის ყველაზე ღრმა ადგილი აღწევს 138 მ-ს (მაცოხა).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Information on the caves from showcaves.com
- Website about Moravian Karst
- Blansko town site with tourism information
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 118, თბ., 1984.