მოპსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოპსი
წარმოშობის ქვეყანა ჩინეთი
თვისებები
წონა 6-8 კგ.
სიმაღლე 25-28 სმ.
ბეწვი ვერცხლისფერი
,გარგარისფერი,
შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მოპსი (ჰინდკო 巴哥犬) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ჩინეთში ანტიკურ ხანაში.

მოპსის წინაპარი — მინიატურული მასტიფი — 2400 წლის წინ ბუდისტი ღვთისმსახურების კომპანიონი იყო. XVI საუკუნეში ეს ძაღლი ოსტ-ინდოეთიდან ჰოლანდიაში მოხვდა და არისტოკრატების და მეფეების ნებიერი გახდა. მოპსს თავისებური გარეგნობა აქვს, მაგრამ თუ შეეჩვევით, ის სრულიად ჩვეულებრივ ძაღლად მოგეჩვენებათ. მოჩხუბარი და ინდივიდუალისტი მოპსები მეტისმეტად ჯიუტები და თვითნებურნი არიან. მოპსი დამოუკიდებელი და მედგარია, მან ყოველთვის იცის, რა უნდა და თავისას ნებისმიერ ფასად მიაღწევს. დაკუნთული და კომპაქტური სხეული, ბრტყელი დრუნჩი და თვალები, რომლებსაც არ ახამხამებს — ყველაფერი ეს მოპსს საკმაოდ მრისხანე ძაღლის იერს ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოპსს მტკიცე ნებისყოფა და ბევრი ენერგია ავს, იგი იშვიათად არის აგრესიული. ამ ძაღლებს ძალიან უყვართ თავისი პატრონები და საკმაოდ თავშესაქცევი და ღირსეული კომპანიონები არიან. მოპსის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. იგი შეიზლება იყოს ვერცხლისფერი, გარგარისფერი, შავი. მოპსის სხეული მოკლეა და განიერი ზურგი აქვს. მოკლე დრუნჩი ღრმა ნაოჭებითაა დაფარული. თვალები დიდი, მუი და ამოწეულია. ყურები პატარა და ხავერდოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოპსი&oldid=2698864“-დან