მონ-ველანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონ-ველანი
მონ-ველანის ხედი გრან-კომბენიდან
მონ-ველანის ხედი გრან-კომბენიდან
კოორდინატები: 45°53′35″ ჩ. გ. 7°10′03″ ა. გ. / 45.89306° ჩ. გ. 7.16750° ა. გ. / 45.89306; 7.16750
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 3727 
პირველი ასვლა 31 აგვისტო, 1779
მონ-ველანი — შვეიცარია
მონ-ველანი
მონ-ველანი — იტალია
მონ-ველანი

მონ-ველანი (ფრანგ. Mont Vélan) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. 3 727 მ სიმაღლით იგი უმაღლესი მწვერვალია, რომელიც აღმართულია დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილსა და გრან-კომბენის მთას შორის. მის ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია ორი დიდი მყინვარი. მონ-ველანი მდებარეობს ბურ-სენ-პიერის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ვალეს კანტონში და აოსტის ხეობაში მდებარე ეტრუბლის კომუნის ჩრდილოეთით. ამავე მასივზე, ძირითადი მწვერვალის ჩრდილოეთით აღმართულია მცირე მწვერვალი პეტი-ველანი (ფრანგ. პატარა ველანი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: