მონტე-ალტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მონტე-ალტოს კულტურა)
მონტე-ალტო უახლოესი წინარეკლასობრივი ძეგლების კონტექსტში

მონტე-ალტო — არქეოლოგიური ძეგლი წყნარი ოკეანის სანაპიროზე გვატემალაში, რომელმაც სახელწოდება მისცა არქეოლოგიურ კულტურას.

მონტე-ალტო მდებარეობს ქალაქ სანტა-ლუსია-კოცუმალგუაპანიდან 20 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეკსინტლას რაიონში. იგი რამდენიმე არქეოლგიურ პერიოდსა და კულტურას ეკუთვნის. უძველესი დასახლება წარმოიქმნა დაახლოებით ძვ. წ. 1800 წელს. ამ პერიოდში არსებული კულტურა მონტე-ალტო ერთ-ერთი უძველესია მესოამერიკაში და, როგორც ჩანს, ოლმეკებს უძღოდა წინ.

ადრეულ წინარეკლასიკურ პერიოდში (ძვ. წ. 400ახ. წ. 200) მონტე-ალტო რეგიონული ცენტრი გახდა.

მონტე-ალტოში აღმოჩენილია 45 მსხვილი ნაგებობა, რომელთაგანაც ყველაზე მაღალია 20-მეტრიანი პირამიდა.

მონტე-ალტო ცნობილია თავისი ძეგლებით — ესენია „მუცლიანი“ ადამიანების თავები და გამოსახულებები (სხეულის ამგვარი ფორმა, როგორც ჩანს, გმაოწვეულია იმით, რომ ფიგურები იკვეთებოდა ბაზალტის უხეში, მრგვალი ქვებისგან).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Famsi: Monte Alto (UTM 722341E, 1573508N)
  • Parsons, Lee A. 1976 Excavation of Monte Alto, Escuintla, Guatemala In Research Reports: Abstracts and Reviews of Research during the Year 1968. pp. 325—332 National Geographic Society, Washington, DC
  • Popenoe De Hatch, Marion 1989 A seriation of Monte Alto sculptures In New Frontiers in the Archaeology of the Pacific Coast of Southern Mesoamerica. Frederick Bove and Lynette Heller, eds. pp. 25-42 Anthropological Research Papers, 39 Arizona State University, Tempe