მონტერეის უბის აკვარიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონტერეის უბის აკვარიუმი (ინგლ. Monterey Bay Aquarium ან MBA, დაარსდა 1984 წ.) მდებარეობს კენერი-როუზე მონტერეის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში. მასში 35.000 სახის მცენარე და 623 სახეობის ცხოველია. მას ყოველწლიურად 1,8 მილიონი ადამიანი სტუმრობს. აკვარიუმი წყალს ოკეანიდან იღებს მონტერეის უბეში ჩაშვებული მილებით.

აკვარიუმის უამრავ ექსპოზიციათა შორის ყველაზე თვალსაჩინოა ორი: ”ოკეანის კიდის ფრთის” ცენტრალური ნაწილი -- 10 მეტრი სიმაღლის 1,3 მილიონი ლიტრი ტევადობის ავზი, საიდანაც კალიფორნიის სანაპირო წყალქვეშა ცხოვრების დათვალიერება შეიძლება. ამ ავზში მსოფლიოში პირველად მოხერხდა ცოცხალი კალიფორნიული გიგანტური წყალმცენარეების გაზრდა ავზის თავზე ტალღების წარმომქმნელი მანქანის დამონტაჟებით (წყლის მოძრაობა მნიშნელოვანი ელემენტია ამ წყალმცენარეების ზრდისთვის), ავზის ღია თავიდან მზის სინათლის შეშვებით, და უბიდან ზღვის წყლის ცირკულირებით. მეორე ექსპოზიცია 4,5 მილიონი ლიტრის ტევადობის ავზია ”გარე უბის ფრთაში”, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერთპანოიანი ფანჯრებით.