მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა

მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა (ფრანგ. Basilique Notre-Dame de Montréal) მდებარეობს მონრეალის ისტორიულ უბანში, კვებეკში, კანადა. ტაძრის არქიტექტურა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია; მისი ინტერიერი მასშტაბური და ფერადოვანია, ჭერი შეღებილია ღრმა ლურჯი ფერითა და ოქროს ვარსკვლავების დეკორაციებით, კედლები მორთულია მრავალფეროვან ლურჯ, ცისფერ, წითელ, იისფერ, ვერცხლისფერ და ოქროს ფერებში. აქ უამრავი ზედმიწევნით დეტალური ხეში ნაკვეთი ფიგურა და რელიგიური ქანდაკებაა. ფანჯრებზე მოჭიქული მინა ეკლესიის ტრადიციას არღვევს და მასზე ბიბლიური სცენების ნაცვლად მონრეალის რელიგიური ისტორიაა აღბეჭდილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]