მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (მგი) — ინტერფეისის ტიპი, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას ჰქონდეს ურთიერთობა ელექტრონულ მოწყობილობასთან სურათებით, ნაცვლად ტექსტური ბრძანებებისა. მგი გამოიყენება კომპიუტერებში, ხელით სამართავ მოწყობილობებში, როგორიცაა მპ3 დამკვრელი, პორტაბელური მედია დამკვრელები ან სათამაშო მოწყობილობა. მგი ინფორმაციასა და განხორციელებად ფუნქციებს გრაფიკული ხატულებისა და ვიზუალური ინდიკატორების საშუალებით წარმოადგენს. ფუნქციების გააქტიურება, ჩვეულებრივ, პირდაპირ გრაფიკული ელემენტების მანიპულირებით ხდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]