მომხმარებლის განხილვა:Gio89

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ (მიწერა) 13:22, 8 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. თქვენს მიერ ბოლოს გაკეთებული ცვლილება გავაუქმეთ, რადგან ასეთი კატეგორიები არ იქმნება. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. — G.G. 18:08, 13 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

წაიკითხეთ ზემოთ მოწერილი.— G.G. 18:37, 13 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. წარმატებები. — მიხეილ (მიწერა) 20:04, 13 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი. გთხოვ მიჰყვეთ მოცემულ ბმულებს და საფუძვლიანად გაეცნო ვიკიპედიის წესებს და დახმარების გვერდებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე სტატიების შექმნა. თუ რამეს ვერ გაიგებ, დაუყოვნებლივ მოგვმართე ნებისმიერ რედაქტორს, ყველა დაგეხმარება. წარმატებები ვიღიმიმიხეილ (მიწერა) 15:21, 14 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათის ატვირთვა ცოტა რთული საქმეა, რადგან ვერ ატვირთავ ნებისმიერ ფაილს, ამისათვის უნდა გაგაჩნდეს ლიცენზია. ყოველი შმეთხვევისთვის, შეგიძლია ამას გაეცნო --მიხეილ (მიწერა) 15:35, 14 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი. იმიტომ რომ სტატიას ჰქვია 'ოზი ოსბორნი' და არა Ozzy ოსბორნი. შეიძლება ასეც გავაკეთოთ - დავწეროთ 'ოზი' და ფრჩხილებში მივუწეროთ (Ozzy). მეტსახელის გრაფაში, თავისთავად. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:11, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, როგორც ჩანს, შენს ხელმოწერას აქვს პრობლემები, ამიტომ, სანამ ხელმოწერის კოდის დაყენებას ისწავლი, შედი „ჩემი კონფიგურაცია“ და შემდეგ მიეცი სულ დაბლა „საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება“, გამოსულ ფანჯარას დაეთანხმე და პრობლემა აღმოიფხვრება. --მიხეილ (მიწერა) 21:13, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტანდარტები[წყაროს რედაქტირება]

მოკლედ ახლა მცირე დახმარებებიც:

  • სტატია თუ ვთქვათ (სიტყვაზე) დემეტრე თავდადებულზეა, მისივე სახელი სტატიაში [[]] ასეთ ფრჩხილებში არ ისმევა.
  • ისწავლეთ სწორად შიდა ბმულების გაკეთება. თუ წერია 'დიდ ბრიტანეთში', ბმული იქმნება ასე - [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]]. ბრუნვაში არსებულ სიტყვას მთლიანად ფრჩხილებში არ ვაქცევთ. გამონაკლისია [[დიდი ბრიტანეთი]]ს (ს ზედმეტია, მაგრამ რჩებია ფრჩხილებს გარეთ, ხოლო სიტყვა 'დიდი ბრიტანეთი' ავტომატურად გადამისამართდება არსებულ სტატიაზე 'დიდი ბრიტანეთი'. მიაქციეთ ამას ყურადღება მომავალში და ნუ მოაქცევთ პირდაპირ ფრჩხილებში ვთქვათ, ასეთ სიტყვას - [[შერონ ოსბორნმა]]. იმედია, მიხვდებით. თუ პრობლემა შეგექმნებათ, ჰკითხეთ რომელიმე წევრს, რომელიც ხაზზე იქნება. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:20, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საუბარი მაქვს იმაზე, რომ თუ სტატიაში ნახსენებია იგივე ადამიანი რამდენიმეჯერ, მის სახელს ფრჩხილებში არ ვსვამთ, არამედ უბრალოდ ვწერთ, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშეც. გადახედეთ სხვა სტატიებს, ამის ნიმუში ბევრია. როჯერ უოტერსი ამის კარგი მაგალითია. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:52, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ გულისხმობ სტატიის პირველ სიტყვას, რაც სათაურს ემთხვევა, ის უნდა მონიშნო და შემდეგ მაღლა, რედაქტირების პანელზე სულ მარცხნივ არსებულ ასოს დაკლიკო, შედეგად ეს სიტყვა ''' ''' ასეთ სიმბოლოებს შორის ჩაისმევა, დამახსოვრების შემდეგ კი გაბოლდებულად გამოჩნდება. --მიხეილ (მიწერა) 21:57, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად! ამის იმედი გქონდეს, ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, რომ ნამდვილ ვიკიპედიელად ჩამოყალიბდე ვიღიმი მანამდე კი გთხოვ ხელმოწერა გაასწორო სასწრაფოდ, უკვე მოგწერე როგორც. ასევე, როდესაც მომხმარებელს მისწერ, პასუხს დაელოდე იმავე განხილის გვერდზე და არა შენი განხილვის გვერდზე, ვიკიპედიაში ასეთი სტანდარტია. მაგალითად, მე რომ მომწერე, წესით ეს პასუხი იმ პოსტის ქვეშ უნდა დამეწერა. შემდეგისთვის გაითვალისწინე ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 22:06, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად იმაზე მივწერე, მიხეილ, რომ სტატიაში თავად განმეორებადი სახელები (თუ სტატიის სათაურია ეს სახელი) ფრჩხილებში არ მოაქციოს :) --Henry McClean განხილვაწვლილი 22:07, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მივხვდი, ეგ რა თქმა უნდა, თვისთავად. იმედია გაითვალისწინებს გიორგი ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 22:08, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ასე სწორია ხელმოწერა? --გოგბერა 22:13, 15 დეკემბერი 2011 (UTC)

არა, ხელმოწერის საკუთარ ვიკი კოდს ჯერ ვერ დააყენებ, ცოტა რთულია. მე როგორც გითხარი, ისე მოიქეცი. --მიხეილ (მიწერა) 22:15, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ასე? --Gio89 განხილვაწვლილი 22:17, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, ახლა ყველაფერი წესრიგშია ვიღიმი. ასევე თხოვნა იქნება, განხილვებში ყოველი ახალი პსოტისას ახალ სექციას ნუ ხსნი, თემატურად შეგიძლია გააგრძელო არსებულში, მხოლოდ ახალ თემაზე გახსენი შესაბამისი სექცია. --მიხეილ (მიწერა) 22:20, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

იმედია ასე სწორია და ისევ ახალი თემა არ დაიხსნება... --Gio89 განხილვაწვლილი 22:35, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი წესრიგშია, ხომ ხედავ უკვე რამდენი რამ აითვისე, ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლი ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 22:38, 15 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. მგონი უკვე დაავადებული ვარ ვიკივირუსით. აი ახალი სიტყვაც მომივიდა თავში. ვიღიმი

როდესაც რამე სახელი უნიკალურია და არავის მიერ არ გამოიყენება, მაშინ (პერსონაჟი) ან (მსახიობი) ან სხვა სიტყვის მიწერა არ სჭირდება. მაგ, შენ გქონდა ჰერმიონ გრეინჯერი (პერსონაჟი), რაც არასწორი იყო - სტატია ჰერმიონ გრეინჯერი უკვე არსებობდა. თუ ვთქვათ, იარსებებდა რომელიმე მეორე ჰერმიონ გრეინჯერი, მაშინ იქნებოდა ორივე სტატია - ჰერმიონ გრეინჯერი (მსახიობი) და ჰერმიონ გრეინჯერი (პერსონაჟი). --Henry McClean განხილვაწვლილი 06:47, 16 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა გიორგი! ვიკიპედიაში ასეთი წესი გვაქვს, განხილვის გვერდიდან არაფერი არ იშლება. --მიხეილ (მიწერა) 19:36, 16 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი. მეცოდინება. --Gio89 განხილვაწვლილი 19:43, 16 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)[წყაროს რედაქტირება]

იხ. განხილვა:ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)--ცანგალა () 13:49, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

იხ. სტატია მიკრობი - სპეციალურად არ გავასწორე შენ რომ ნახო საკუთარი შეცდომები, რომ მომავლისთვის სასწავლებლად.--ცანგალა () 13:52, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნებ ახლა გაასწორო და მერე მე შევადარებ და უკეთ მივხვდები შეცდომებს. --Gio89 განხილვაწვლილი 14:02, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ვიკიპედიაში ნებისმიერი სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წინადადებისგან, სამი შიდა ბმულისგან და მითითებული ჰქონდეს წყარო. მხედველობაში მაქვს ეს სტატია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია იძულებული იქნება, წაშალოს სტატია, როგორც მოკლე. — G.G. 07:40, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, იქნებ ეს სტატია განავრცოთ. ასეთი მოკლე გვერდი წაშლის კანდიდატი იქნება. --ჯაბა ლაბაძე 07:46, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

აქ დააწკაპეთ ვიქსიკონში გადასასვლელად. წესით პრობლემები არ უნდა შეგექმნათ. მაღლა, სადაც ახლა თქვენი მომხმარებლის სახელი წერია, ისევე უნდა დარჩეს (შესაძლოა, გაწითლდეს). თუ რაიმე შეცდომას დაგიწერთ, მაცნობეთ აქვე.— G.G. 09:04, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

შესვლა და ახალი ანგარიში წერია მხოლოდ, ეს სახელი არ წერია არც წითლად და არც ჩვეულებრივად. შესვლაში რომ შევდივარ ამას მიწერს: შეცდომა შესვლაში

მომხმარებელი სახელად gio89 არ არსებობს. მომხმარებელთა სახელები გრძნობადია ასოების რეგისტრამდე.. შეამოწმეთ სახელის დაწერა ანშექმენით ახალი ანგარიში. --Gio89 განხილვაწვლილი 09:27, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მდაა.. Gio89-ს წერთ ლოგინში (ანუ დიდი G-თი)? — G.G. 09:47, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
კი დიდი G-თი ვწერ. აქ თუ შემოვდივარ იქ რატომ ვერ უნდა შევდიოდე? აქ პატარა g–ს რომ ვწერ მაინც მიშვებს არადა. --Gio89 განხილვაწვლილი 11:10, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი. მეც და დანრჩენებსაც არ დაგვჭირვებია დამატებითი „ჩალიჩი“. მომხმარებელ:Gio89-ის დარეგისტრირება თუ სცადეთ?— G.G. 11:21, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

რასაკვირველია, თუმცა რაღაც სახელს გავსო და არ დამარეგისტრირა.--Gio89 განხილვაწვლილი 11:27, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
და რომელსო? თუ არ არსებობსო.... — G.G. 11:31, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ამ სამიდან რომელიღაცას. G I O 8 9, GIO89, G I O 89. თავიდან ჩემი სახელით ვცადე შესვლა და რომ ვერ შევედი შემდეგ დავრეგისტრირდი gio893–ით.--Gio89 განხილვაწვლილი 11:40, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
G I O 89-სო, მაგრამ ამ სიაში არ აჩვენებს... ფრიად საინტერესო შემთხვევაა.— G.G. 12:10, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
არსებობს ეს მომხმარებელი: G I O 89, რომელსაც გლობალური ანგარიში აქვს. ამის გამოა, რომ ვიქსიკონი არ არეგისტრირებს გიორგის. იქნებ ჩვენს ბიუროკრატს მისწეროთ? (ქართველი არაა და ჯობია ინგლისურად აუხსნათ, მე ვერ ავუხსნი კარგად ინგლისურად). შეიძლება გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია. Deu. 15:12, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვერც მე ავუხსნი სამწუხაროდ რა მინდა. ჩემი ინგლისურით თავს მოვაკვლევინებ და არ მინდა ეგ. :) იქნებ ვინმე დამეხმაროს?--Gio89 განხილვაწვლილი 15:41, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე დაგეხმარები. მაგრამ ის ხომ G I O 89-აა, ხოლო ეს Gio89... რეავიცი...— G.G. 15:47, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მივწერე.— G.G. 15:56, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
თუ გაპრობლემდა, ამ მომხმარებლის უზურპაციაც არა მგონია იყოს პრობლემა. მესამე წელია მხოლოდ ერთი ცვლილება აქვს არაბულ ვიკიპედიაში. Deu. 16:06, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
არაბია? :) რა უცნაური ენაა ეს ქართული. :) ანუ ქართველი არაა? რაღა გიო დაირქვა მერე ვა ყველაფერს ბედი უნდა რა...--Gio89 განხილვაწვლილი 16:23, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

რაც შემეძლო, გავაკეთე.— G.G. 08:55, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯერ-ჯერობით ვიქნები ასე, შემდეგ ახალ ანგარიშს გავხსნი, გლობალურ ანგარიშს და ისეთი სახელით დავრეგისტრირდები,რომ პრობლემა აღარ შემექმნას. მადლობა ყველაფრისთვის. --Gio89 განხილვაწვლილი 15:03, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
კიდევ დაუწერია რაღაც. შინაარსი ასეთია:
დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად მაგ მომხმარებლის გამო ხდება ეს? მე ვცადე, დამერეგისტრირებინა Gio89, და ამბობს, რომ ეს (ზუსტად?) სახელი უკვე რეგისტრირებულია (არ უთითებს არც ერთ სხვა ანგარიშზე). ამრიგად, თუ ნამდვილად ამ [მომხმარებლის] გამოა, მე უძლური ვარ, ლოკალურად რაიმე გავაკეთო, რადგან ანგარიში არც კი არსებობს აქ. თქვენ (ან მან) უნდა გაიტანოთ ეს საკითხი მეტაზე (შესაძლოა აქ: m:Steward requests/SUL requests).
როგორც ვხედავ, Gio89-ს უკვე შეუქმნია გლობალური ანგარიში: https://meta.wikimedia.org/w/index.php?title=Special%3ACentralAuth&target=Gio89 . თუ ის შემოსულია სისტემაში და შემოვა ვიქსიკონში, წესით, ანგარიში უნდა შეიქმნას აქაც.
ასევე: სტიუარტებს შეუძლიათ კონკრეტული ანგარიშის შექმნის აკრძალვა ლოკალურად. თუ ის კვლავ ვერ ქმნის ანგარიშს, აუხსნას სტუარტებს აქ: irc://freenode/wikimedia-stewards . ან მომწერს მე მეილი აქ [ვიქსიკონში] (ამ გვერდის მარცხენა სვეტის მენიუდან ფუნქციით „გაუგზავნეთ იმეილი ამ მომხმარებელს“), რომ მე შემეძლოს გამოვიყენო მისი მეილის მისამართი ანგარიშის შესაქმნელად სტუარტებთან. — G.G. 07:48, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:Mirian mefe da nana dedofali.jpg[წყაროს რედაქტირება]

იქნებ ფაილი:Mirian mefe da nana dedofali.jpg - აქ შეავსოთ ყველა ველი? იხ. ფაილი:მუხიანი.jpeg - აქ შევავსე თავად ყველა. მაქსიმალურად ვერიდოთ ცარიელ ველებს. --H.McC. განხილვაწვლილი 22:33, 22 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გადავხედავ თქვენს მიერ შევსებულ ველებს და იმის მიხედვით გავაკეთებ მეც. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა და სისულელის ჩაწერას ვარჩიე დამეტოვებინა ასე. მადლობა დახმარებისთვის მომავალში გავითვალისწინებ. --Gio89 განხილვაწვლილი 22:35, 22 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ტირე (გრძელი — ) არის ის, რაც იწერება სტატიის თავში. "-"-ს არ ვიყენებთ. ანუ ტირეს ვიყენებთ, როგორც ზმნის 'არის' ჩანაცვლებას. მოკლედ - და გრძელი — ორი განსხვავებული რამ არის. --H.McC. განხილვაწვლილი 21:41, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

საქმე იმაშია რომ ჩემს კლავიატურას გრძელი ტირე არ აქვს. :) არ დამცინოთ, მართლა არ აქვს. :) შევეცდები გამოვასწორო. --გოგბერაშვილი(განხილვა) 22:05, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

შიდა ბმულები[წყაროს რედაქტირება]

ეგ ტირე კლავიატურას არ აქვს, რედაქტირებსი ქვედა პანელშია და იქიდან ისარგებლე. სტატიაში გვარებზე ბმული გააკეთე მრავლობითში, მაგალითად როდესაც წერ ქორიძე, ასე — ქორიძე. — მიხეილ მიწერა 22:08, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. ახლა ვფიქრობდი ზუსტად გვარების მრავლობითში გადაყვანაზე. --გოგბერაშვილი(განხილვა) 22:10, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

კლავიატურაზე ვითომ alt+0151 უნდა აკრიფო (მარჯვნივ რომ ციფრებია ჩამოყრილი). ჩემთან რაღაც არ მუშაობს. ისე, რედაქტირების პანელი მაქვს ზევით მიმაგრებული, საკუთარი და იქ მაქვს ჩამატებული. --H.McC. განხილვაწვლილი 22:15, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

და ზევით როგორ მივამაგრო და როგორ ჩავამატო? --გოგბერაშვილი(განხილვა) 22:17, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ახლა რაც გაქვს სტანდარტულად მანდ რედაქტირების პანელი ჩართული, მაგას თუ ხარ მიჩვეული, არ გამოგართვევინებ. მაგის გამორთვის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. აი ასეთი რაღაც მაქვს ჩემთვის გაკეთებული --H.McC. განხილვაწვლილი 22:22, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

იყოს ასე როგორც მაქვს. შევეჩვიე მართლა. მადლობა დახმარებისთვის. --გოგბერაშვილი(განხილვა) 22:28, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. ვიღიმი ვიცი, ცოტა მოუხერხებელია, უბრალოდ ტირე ასრულებს მაგ ფუნქციას (არის-ის) და არა ის მეორე :) ეგ არის და ეგ :) მეც ერთი პერიოდი ვწვალობდი. :) --H.McC. განხილვაწვლილი 22:33, 27 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, სიტყვა „სისულელე“, ასე ვთქვათ, ამოღებულია ხმარებიდან ვიკიპედიის განხილვის გვერდებზე ვიღიმი. განსაკუთრებით ახალ მომხმარებლებთან. სამომავლოდ გაითვალისწინე. მასეთი შემთხვევებისათვის არსებობს {{ტესტი}}. Deu. 06:04, 28 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ. დასაწყისისათვის კარგია, მერე ჩავასწორებ ტექნიკურად და ზოგადად. --H.McC. განხილვაწვლილი 00:38, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. პირველი სტატიაა რომელიც დავიწყე, ჩავსვი ყველაფერი ისე რომ არ დავაკოპირე სხვა მსგავსი სტატიიდან. :) და დავასრულე. ნუ დავასრულე ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 00:41, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

აბა ნახე, ერთი სქოლიო გაგისწორე. ref name-ები არ გჭირდება, თუ სხვადასხვა წყარო გიდევს. ref name-ს ვიყენებთ ციტირებათა ერთი ჯგუფის შემთხვევაში, მაგალითად - თუ რამდენიმე ციტატა ერთი და იგივე სტატიიდან არის. ანუ თუ სხვადასხვა სტატიაა. უბრალო შეგიძლია გააკეთო ასე

<ref>[http://www.example.com ბმულის სათაური]</ref>

თუ რამეს აციტირებ ინტერნეტ პრესიდან (მაგალითად, თუ დეისაძეზე დაწერეს რამე სტატია), შეგიძლია გამოიყენო ციტირების ფუნქცია, მგონი უნდა იყოს სადღაც რედაქტირების პანელში - იქ პირდაპირ ირჩევ ყველაფერს, შეგყავს მონაცემები და დაამატებს, როგორც გინდა. --H.McC. განხილვაწვლილი 00:50, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ვერ მივხვდი მაგას და მაგიტომ გავაკეთე ასე --გოგბერაშვილი(განხილვა) 01:10, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასე სწორია ხომ? --გოგბერაშვილი(განხილვა) 01:33, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]