მომხმარებლის განხილვა:Afakidze

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 11:33, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]


გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ![წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.მიხეილ მიწერა 12:10, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]


რა ვერ გავიგე იცით? ვინმე ახორციელებს მონიტორინგს თუ არა იმაზე რა სტატიები იდება. რამდენი ხანი შეიძლება სტატიას შეუმოწმებელი ეწეროს, ან ის ვიქტორ სანეევის ფოტოს დამატება რა გახდა. ვინმემ მითხარით როგორ ხდება ეს და გავაკეთებ მე თვითონ მაშინ... ახლა მარსის სტატიის გამოქვეყნება მინდა ეს 2 აბზაცი უაზრობა რო გვიწერია, და... აქვს ვაბშე ამას აზრი? ვეღარ ვხვდები თუ გაურედაქტირებელი უნდა ეწეროს თვეები რა აზრი აქვს?

გამარჯობა. მონიტორინგი და სტატიების კონტროლი იმ დონეზეა ქართულ ვიკიში, ბევრი რომ ვერც კი იფიქრებს. თქვენ წარმოიდგინეთ და აქტიურ რედაქტორებს ერთი სასვენი ნიშანიც კი არ გვეპარება უკონტროლოდ ვიღიმი. რაც შეეხება შეუმოწმებელ სტატიებს, შემოწმება ფორმალური პროცედურაა. შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ. მეორეც, ვიკიპედიაში არავინ არაფრის ვალდებული არაა, არავის წინაშე, ყველა აკეთებს იმას, რაც აინტერესებს და რაც ეხალისება, თუმცა საკმაოდ დიდი მნიშვნელობა (ალბათ გადამწყვეტი) აქვს ურთიერთთანამშრომლობას, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და სხვადასხვა თხოვნებსაც უპრობლემოდ ვუსრულებთ. ასე რომ, გახდით უფრო აქტიური ვიკიპედიელი და აღარ დაგებადებათ მსგავსი კითხვები ვიღიმი --მიხეილ მიწერა 23:14, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ კაი მაგრამ უკვე მესამე კვირაა დედამიწის ჯგუფის პლანეტებზე მცირე სტატიის რედაქტირებას ველოდები :)) და ის ვიქტორ სანეევის ფოტო ვერ მომინელებია. საერთოდაც ვერ ვხვდები ქართულ თემებზე მაინც უცხოელებს რატო უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. იგივე სანეევზე :) ტეხავს... ხო მეთანხმებით ხოდა სანეევზე მინდა ჩვენი გვერდი იყოს საუკეთესო და ფოტოც იყოს და ა.შ. საუკეთესო ქართველი სპორტსმენია კაცი მეოცე საუკუნის... არაა პატარა ამბავი... რაც შეეხება მარსზე სტატიას, კვირის ბოლოსთვის დავდებ. დიდი იქნება ძაან და ეგ მაინტერესებს ზუსტად, ეს რედაქტირების თუ გადამოწმების პროცესი რო დაჩქარდეს მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Afakidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პირველ რიგში, განხილვებში მონაწილეობისას ხელი მოაწერეთ წერილს. „უკვე მესამე კვირაა დედამიწის ჯგუფის პლანეტებზე მცირე სტატიის რედაქტირებას ველოდები“ — იქნებ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ? რაც შეეხება ფოტოებს, ხშირად ლიცენზიები ძალიან ართულებს ყველაფერს... --მიხეილ მიწერა 23:25, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ისე რასაც ვაკვირდები, ყველაზე ხშირად თქვენ მპასუხობთ რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ადრეც მითქვამს ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა ვიკიში, ხოდა იქნებ დამეხმაროთ უკეთ ამის კეთებაში

მადლობა თქვენ, ინტერესისთვის, გქონდეთ ჩემი იმედი, რითაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარებით. თან ასტრონომია მასავით უსაზღვროდ მიყვარს, თქვენ კი ამ თემაზე აპირებთ მუშაობას ვიღიმი --მიხეილ მიწერა 23:26, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რაც შეეხება დედამიწის ჯგუფის პლანეტებზე სტატიას, ვიგულისხმე ის რომ შეუმოწმებელი აწერია ამ დრომდე. ანუ რა უნდა გავაკეთო რომ შემოწმების პროცესი დაჩქარდეს, ეს მაინტერესებდა--Afakidze განხილვაწვლილი 12:37, 7 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! გმადლობთ ვიკიპედიისადმი ინტერესისათვის. კარგი მასალები შემოგაქვთ, მაგრამ საჭიროა მათი ენციკლოპედიის ფორმატში ჩასმა. ამისათვის, გთხოვთ გაეცნოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. წარმატებები. — მიხეილ მიწერა 12:21, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუ შეიძლება, გაითვალისწინეთ ეს წესები. არის რაღაც სამუშაო, რასაც ვიკიპედია თქვენს მაგივრად ვერ ჩაატარებს. სტატიებს ესაჭიროება კატეგორიები, რომლის გარეშე მათ ვერავინ მოძებნის. --H.McC. (მომწერეთ) 14:21, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მოხარული დაგრჩებით თუ თქვენი დახმარებით მოვახერხებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის ვიკი-სტანდარტებისთვის მორგებას :)--Afakidze განხილვაწვლილი 18:36, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

პასუხი აქ იხილეთ. --მიხეილ მიწერა 18:41, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია, კარგად გაიგეთ ფოტოების ჩასმა. რაც შეეხება სტატიაში შიდა ბმულებს სიტყვებზე, როდესაც ის სახელობით ბრუნვაშია, ასეთი კონსტრუქცია აღარ უნდა [[ოორტის ღრუბელი|ოორტის ღრუბელი]], საკმარისი იქნებოდა მხოლოდ [[ოორტის ღრუბელი]]. მაგრამ თუ ტექსტში იქნებოდა ოორტის ღრუბლის, მაშინ ასე დაგვჭირდებოდა - [[ოორტის ღრუბელი|ოორტის ღრუბლის]] --მიხეილ მიწერა 12:52, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი მგონი მივხვდი პრინციპს. მალე აღარ გამიჭირდება, მე მგონი. ლიტერატურაზეც გამოვასწორებ, ანუ წყაროების დასახელების პრობლემასაც მოვხსნი. თუმცა ძირითადი ნაწილი ისაა, რასაც ვსწავლობდი უშუალოდ ასტრონომებისგან ან ოქსფორდის ასტრონომიის ზოგადი კურსის წიგნიდანდა უბრალოდ ვიკი გვერდებზეა გადამოწმებული... ასე რომ... მოვიფიქრებ წყაროებზეც.

ძალიან კარგი, დიდი მადლობა. განხილვებში ხელმოწერა აღარ დაგავიწყდეთ. --მიხეილ მიწერა 13:12, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბატონო რომან, სექციის სათაური ასეთ სიმბოლოებს შორის == == ჩასვით ხოლმე. == რესურსები ინტერნეტში == — ამ სექციის შემდეგ კი ბმულის წინ ყოველთვის დასვით ფიფქი *. და ზოგადად, კარგი იქნება თუ მას შემდეგ, რაც შენიშნავთ, რომ თქვენს სტატიაში ცვლილებები შევიდა, რედაქტირება მისცეთ და შიგნიდან გაეცნოთ ხოლმე რა როგორ მოხდა. --მიხეილ მიწერა 20:57, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, გასაგებია, ვეცდები მომდევნო სტატიების შემთხვევაში ისე ავტვირთო ინფორმაცია, როგორც საჭიროა. ახლა ერთი კითხვა მაქვს - მინდა მარსზე ინფორმაციის რედაქტირება, ძალიან ცოტა და ძალიან მშრალი ინფორმაციაა ამ ძალიან საინტერესო პლანეტის შესახებ. თან მინდა ისეთი გვერდების შექმნაც, რომელიც არ არსებობს ჯერ ქართულ ვიკიში და თქვენი აზრით რა უფრო პრიორიტეტულია? არსებული ინფორმაციის რედაქტირება-განვრცობა თუ ახალი სტატიების ატვირთვა. გმადლობთ წინასწარ რჩევისთვის. --Afakidze განხილვაწვლილი 07:02, 11 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუ მარსზე აპირებთ მასალის დამატებას, ამ შემთხვევაში ახალი სტატიის გაკეთება დაუშვებელიც კია, უნდა დაამატოთ არსებულ სტატიას. შეგიძლიათ ძირფესვიანად შეცვალოთ არსებული, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. --მიხეილ მიწერა 07:22, 11 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო მასეც ვაპირებ. სიცოცხლის შესაძლებლობაზე, მარსის გრუნტში წყლის არსებობაზე, მარსზე მოქმედ მისიებზე, სკიავორელიზე, პერსივალ ლოუელზე და ა.შ. არაფერი წერია სამწუხაროდ და აუცილებლად ბევრი რამეა დასამატებელი... მოკლედ დღეს და ხვალ მაგას მივხედავ და მერე 10 უდიდეს ასტეროიდსა და დანარჩენ ქართულ ასტეროიდებს მოვრჩები.--Afakidze განხილვაწვლილი 09:11, 11 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]


ავტვირთე ვიქტორ სანეევის ბიოგრაფია (ძაან ტეხავდა რო ქართულ ვიკიში ამ კაცზე ინფო არ იყო :დ ) მაგრამ გარედან ფოტოები არ ვიცი როგორ უნდა დავამატო. სავარაუდოდ ვხვდები, რომ ან ვიკისაწყობში უნდა აიტვირთოს ჯერ, ან რაღაც ეგეთი, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი არ ვიცი და იქნება დამეხმაროთ ვინმე. აქ დავდებ ფოტოს ლინკს და იქნება ჩასვათ - http://s019.radikal.ru/i611/1204/72/9f2c56295170.jpg. წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის--Afakidze განხილვაწვლილი 01:22, 14 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამ ფაილს ატვირთვისას უნდა მიეთითოს ლიცენზია საავტორო უფლებების მფლობელის შესახებ, თუ შეგიძლიათ მოგვაწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია--დათო1010 08:23, 14 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა დათო, გილოცავ აღდგომის დღესასწაულს. მოკლედ რავი, ბრიტანიკას ფოტოა აი ეს სანეევი-ბრიტანიკა მე მგონი შეიძლება ამ ფოტოს ატვირთვა, ალბათ უნდა მივუთითოთ, ბრიტანიკას ინტერნეტ გამოცემიდანაა აღებული. ნამდვილად არ ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი:)--Afakidze განხილვაწვლილი 20:50, 16 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ბოლომდე დასრულება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სტატიებს აუცილებლად მიუთითეთ წყარო, კატეგორია და საერთაშორისო ბმულები. — მიხეილ მიწერა 21:49, 7 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]