მოდინახე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მოდამნახეს ციხე.
მოდინახეს ციხის ხედი

მოდინახე, მოდიმნახეს ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთ კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.

[რედაქტირება] ისტორია

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.”

სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენჯერმე სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშოდებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.

ოციოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახვლზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.

[რედაქტირება] არქეოლოგია

მოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა 1967-1975 წლებში ქართველი მკვლევარი ხელმძღვანელები შ. ამირანაშვილი და ჯურხა ნადირაძე 3 ეპოქის ნამოსახლარი: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი საფეხურის (ძვ. წ. XXV-XX სს.), გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VII სს.) და ადრინდელი ანტიკური ხანისა (ძვ. წ. VI-V სს.) დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. მოდინახეს ციხე გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილობრივი კერამიკა.

გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.).

ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ამ ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას.

ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ნადირაძე ჯ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1975;
  • სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966;
  • ბერაძე. თ., ნადირაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 61, თბ., 1984 წელი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები