მოგზაურობა მთვარეზე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოგზაურობა მთვარეზე
Le Voyage dans la lune.jpg
რეჟისორი:

ჟორჟ მელიესი

პროდიუსერი:

ჟორჟ მელიესი

სცენარის ავტორი:

ჟორჟ მელიესი
გასტონ მელიესი

მთავარ როლებში:

ჟორჟ მელიესი
ვიქტორ ანდრე
ბლუ ბერნონი
ჟან დ'ალსი
ანრი დელანუა

ოპერატორი:

მიშო
ლუსიენ ტენგი

კინოსტუდია:

Lobster Films

დისტრიბუტორი:

Gaston Méliès Films

გამოსვლის თარიღი:

1 სექტემბერი 1902 (1902-09-01)

ხანგრძლივობა:

14 წთ. (წამში 16 კადრით)
8 წთ (წამში 25 კადრით)

ქვეყანა:

თარგი:FR

ენა:

ფრანგული

ბიუჯეტი:

10,000 ფრანგული ფრანკი

A Trip to the Moon (ფრანგ. Le Voyage dans la lune) — 1902 წლის ფრანგული, შავ-თეთრი, მუნჯი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. იგი ეფუძნება ჟიულ ვერნის რომანს „დედამიწიდან მთვარეზე“ და ჰერბერტ უელსის რომანს „პირველი ადამიანები მთვარეზე“. [1]

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჟორჟ მელიესი, ხოლო რეჟისორის თანაშემწეა მელიესის ძმა, გასტონი. ფილმი, ფირის წამში 16 კადრის სიჩქარით დატრიალების შემთხვევაში 14 წუთს გრძელდება - ფილმის გადაღების მომენტისათვის ეს იყო სტანდარტი კინოში. ფილმს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ითვლება მელიესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად. ეს ასევე არის კინოს ისტორიაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი ფილმი, რომელიც იყენებს ანიმაციისა და სპეციალური ეფექტების ნოვატორულ ხერხებს. მათ შორის არის ცნობილი კადრი, რომელშიც კოსმოსური ხომალდი ეშვება მთვარის თვალში.

The Village Voice-მა „მოგზაურობა მთვარეზე“ დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის, #84 პოზიციაზე. [2]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Dirks, Tim. A Trip to The Moon. FilmSite.org. წაკითხვის თარიღი: 2007-01-08.
  2. The 100 Greatest Films of the 20th Century

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე