მნის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მნის განძი — ბილონური მონეტების განძი (926 ცალი), რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა სოფ. მნის ეკლესიის საძირკველში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). მონეტების უმრავლესოვა მოჭრილია ქართველი მეფეების ვახტანგ IV-ის (1443-1446), გიორგი VIII-ის (1446-1466), კონსტანტინე II-ისა (1479-1505) და დავით X-ის (1505-1525) სახელით.

ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს განეკუთვნება განძში აღმოჩენილი ანონიმური მონეტებიც, რომლებზეც ჯვრის, თევზისა და ცხოველების გამოსახულებებია. მნის განძის შემადგენლობაში შედის აგრეთვე თურქული ახჩებისა და შირვანული თანგების მინაბაძები. განძი ჩაფლულია XVI საუკუნის I ნახევარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]