მლაშობურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მლაშობურა
Salsola oppositifolia
Salsola oppositifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Caryophyllales
ოჯახი: ნაცარქათამასებრნი
გვარი: მლაშობურა
ლათინური სახელი
Salsola
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მლაშობურა (Salsola), მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ბალახები, ჯუჯა ბუჩქბალახები და ბუჩქებია, იშვიათად დაბალი ხეები. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში (ამერიკასა და ავსტრალიაში შეტანილია). კავკასიაში გვხვდება 26 (მათ შორის 5 ენდემური), საქართველოში — 6. იზრდება ძირითადად დაბლობებში, მთის ქვემო ნაწილობრივ შუა სარტყელში, ჩვეულებრივ თიხიან, ქვიშიან, დამლაშებულ და აგრეთვე ქვიან ნიადაგებზე, კონტინენტურ მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში, თითო-ოროლა სახეობა - ზღვის სანაპიროს ქვიშაზე. მლაშობურას სახეობები უმეტესად სუკულენტური ჰალოფიტები ან ქსეროფიტებია. ორიოდე უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს მცენარეულ საფარში ავშანთან ერთად ქმნის დაჯგუფებებს. მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის ვაკეებზე, ივრის ზეგანზე და სხვა ადგილებზე) ბევრგან დომინანტია ყარღანი, რომელიც ქმნის ყარღანიანსა და ავშნიან-ყარღანიანს. მლაშობურას ზოგიერთი სახეობა ზამთრის საძოვრების კარგი საკვები მცენარეა. ზოგი გამოიყენება ალკალოიდების, პოტაშის, სოდის, საღებავი და სხვა ნივთიერეების მისაღებად. მერქნიანი სახეობები გამოსადეგია უდაბნოში მოძრავი ქვიშის გასამაგრებლად., ასევე მშრალი და დამლაშებული ადგილების გასამწვანებლად. ზოგჯერ სახელწოდება „მლაშობურა“ იზმარება კრებითი მნიშვნელობით — ამავე ოჯახის სხვა გვარის (მაგ. ჩოღანოს, დურღენის, ხვარხვარას და სხვა გვარები) სუკულენტური ჰალოფიტების აღსანიშნავად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 51, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე