მკვდარი ზონა (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მკვდარი ზონა (სერიალი))
მკვდარი ზონა
ჟანრი სერიალი
ავტორი მაიკლ პილერი, შოუნ პილერი
მონაწილეობენ ენტონი მაიკლ ჰოლი
ნიკოლ დებოერი
კონორ პრაისი
ქვეყანა კანადა
ენა ინგლისური
სეზონი 6
ეპიზოდი 80 (ეპიზოდების სია)
რესურსები ინტერნეტში
საიტი


მკვდარი ზონა (ინგლ. The Dead Zone) — ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ტელესერიალი ენტონი მაიკლ ჰოლის მონაწილეობით. სერიალი გვიყვება ჯონი სმითის, ყოფილი მასწავლებლის ისტორიას, რომელსაც კომაში 6 წლიანი ყოფნის შემდეგ განუვითარდა ზეშესაძლებლობები - ადამიანთან შეხების შემდეგ მას შეუძლია მასზე ბევრი რამის გაგება. სერიალი დაფუძნებულია მწერალ სტივენ კინგის 1979 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. მკვდარი ზონა პირველად ნაჩვენები იყო 2002 წელს და პროდიუსირებული იქნა კომპანიების Lions Gate Television და CBS Paramount Television მიერ. სერიალის მეექვსე სეზონი, რომელსაც უწოდეს "სეზონი, რომელსაც ყველაფერს შეცვლის", წარმოდგენილი იქნა 2007 წლის 17 ივნისს.

სერიალის პირველი ხუთი სეზონი გადაღებული იქნა ვანკუვერში, კანადაში. მეექვსე სეზონისათვის, გადამღებმა ჯგუფმა გადაინაცვლა მონრეალში.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონი სმითი მასწავლებელია, რომელიც ცხოვრობს პატარა ქალაქში.იგი მოხვდება ავტოავარიაში, რომლის შედეგად კომაში აღმოჩნდება 6 წლით.ამ პერიოდის განმავლობაში, მისი საცოლე, სარა, გაჰყვება ადგილობრივი პოლიციის შერიფს, უოლტ ბანერმანს და გააჩენს შვილს, რომელიც სინამდვილეში ჯონისგან ჰყავს.კომის შემდეგ ჯონი იღვიძებს და საკუთარ თავში აღმოაჩენს საოცარ თვისებას - ადამიანებთან და საგნებთან შეხებისას მას შეუძლია მათზე ინფორმაციის გაგება, მათ წარსულსა და მომავალში ჩახედვა.

სარას, უოლტისა და თერაპევტის ბრიუსის დახმარებით ჯონი ავითარებს ამ შესაძლებლობებს და ეხმარება პოლიციას სხვადასხვა საქმის გამოძიებაში.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი თავდაპირველად არ ენდობა ჯონის, უოლტის კურირებით მათი უმრავლესობა იცვლის დამოკიდებულებას მის მიმართ. თუმცა ჯონის კიდევ ერთი დაბრკოლება ელის - სიუჟეტში ჩნდება გრეგ სტილსონი, რომელთანაც დაკავშირებული ჯონის ყველაზე კოშმარული ხედვა - გლობალური კატასტროფა.

მსახიობები და როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ ოგდენ სტირსი — ჯინ პარდი (სეზონი 1-6)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]