მიჰოს მუზეუმი (შიგა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიჰოს მუზეუმი
მუზეუმში შესასვლელი

მიჰოს მუზეუმი (みほ・みゅーじあむ) მდებარეობს ქალაქ შიგარაკი-ნო-სატოსთან შიგას პრეფექტურაში, იაპონია, კიოტოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. მუზეუმი მიჰოკო კოიამას ოცნება იყო (ვის სახელსაც ის ამჟამად ატარებს), რომელიც ტოიობოს ტექსტილის ბიზნესის მემკვიდრე და იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონი ბრძანდებოდა. 1970 წელს მან სპირიტუალური მოძრაობა „შინჯი შუმეიკაი“ დააფუძნა, რომელსაც ამჟამად, როგორც ამობობენ, 300 000 მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. 1990-იანებში მან შუმეის ტაძართან და შიგას მთებთან ახლოს მუზეუმის მშენებლობისთვის თანხები გამოჰყო.

კოლექცია[რედაქტირება]

მიჰოს მუზეუმში მიჰოკო კოიამას აზიური და დასავლური ანტიკური ხანის ექსპონატების პირადი კოლექციაა $1 მილიარდამდე ღირებული მსოფლიო აუქციონებზე შუმეის მიერ მუზეუმის 1997 წელს განხსნამდე შესყიდულ სხვა ხელოვნების მიმუშებთან ერთად. სულ 2.000-მდე ექსპონატია, რომელთა შორის დაახ. 250 პერმანენტული ექსპოზიციის ნაწილია.

ექსპოზიციისთვის ყოველი ექსპონატის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ მათი არტისტული სილამაზის, არამედ ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით და მთელი კოლექციისთვის ბრწყინვალე განლაგება და განათებაა შერჩეული.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ჩინელ არქიტექტორ იუჰ მინ პეის ადრე მიჰოს მუზეუმის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან სამრეკლოს კოშკი, შუმეის საერთაშორისო შტაბ-ბინა და სპირიტუალური ცენტრი ჰქონდა დაპროექტებული. თანამშრომლობით კმაყოფილი მიჰოკო კოიამა და მისი ქალიშვილი, ჰიროკო კოიამა, არქიტექტორს მუზეუმისთვის შენობის დაპროექტებას უკვეთავენ.

იეოჰ მინგ პეის პროექტი არქიტექტორული შედევრი გამოვიდა - შენობა მდებარეობს მთაგორიან და ტყით გარშემორტყმულ ზედაპირზე. 45.000 კვ. მ.-ის სასარგებლო ფართობის შენობის სამი მეოთხედი მიწის ქვეშაა, შიგას მთების ქვიან ნიადაგში. სახურავი უზარმაზარი მინისა და რკინის კონსტურქციაა, ხოლო ფასადისა და ინტერიერის კედლები და იატაკი თბილი რძისფერი ტონების ფრანგული კალციტის ქვითაა ნაგები - იგივე მასალა გამოიყენა არქიტექტორმა ლუვრის მისაღები ჰოლის მოსაპირკეთებლად. მარმარილოსთან შედარებით ეს ქვა უფრო თბილ და დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის. ქვის ფერი, ტექსტურა, ვერცხლისფერი კარკასი და გარე გამწვანება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და აბალანსებს.

შესაძლოა ყველაზე მომხიბლავი ნაწილი პეის დიზაინისა მისი ე.წ. მთაგორიანი „სამოთხის“ იდეაა. კომპლექსთან მიახლოებისას პირველად სადა მისაღებ პავილიონს ხედავთ კედრის ხეებს მიღმა, რომელიც წრიულ ეზოს უყურებს და შეიძლება ჩათვალოთ, რომ მუზეუმს მიადექით. შენობის მოპირდაპირედ განიერი მორკალული ბილიკია ატმის ხეებით გარდიგარდმო, რომელსაც მოელვარე უჟანგავი ლითონით მოჭედილ მთაში ნაკვეთ გვირაბთან მივყავართ. უზომოდ განიერ, უხმაურო გვირაბში, რომელიც თითქმის სამი სამანქანო გზის სიგანისაა, 200 მეტრის გავლისას უეცრად მზის შუქი ჩნდება და 120 მეტრიანი ნახევრად დაკიდული ხიდის კაბელთა შორის ჩანს ვიწრო, ღრმა ხევი, რომლის გადაღმაც იშლება მუზეუმის პავილიონში შესასვლელი ჩინური სტილის მთვარის კარიბჭე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: