მიხელი (მარკების კატალოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხელი
გერმ.Michel Briefmarken-Katalog
კატალოგის ტიპი: უნივერსალური, მსოფლიო 1920 წლიდან
ენა: გერმანული
ქვეყანა, ქალაქი: გერმანიის დროშა გერმანია, უნტერშლაისხაიმი
დაარსდა: 1910
გამოცემის ფორმა: თითქმის 40 ტომი , აქედან
7 ტომი - ევროპის ქვეყნების მარკები
რბილი ყდით, A5-ფორმატი
გერმანიის სპეციალიზირებული კატალოგი CD-ROM-ზე
პერიოდულობა: 4 -5 წლიწადში ერთხელ
ტირაჟი: 13 000 — 20 000
ილუსტრაციები: მარკების სრული სერიები, ფერადი
გამომცემელი: გერმ. Schwaneberger Verlag GmbH
საიტი: michel.de

მიხელი (მარკების კატალოგი) (გერმ. MICHEL-Briefmarken-Katalog) — მსოფლიოში ცნობილი გერმანული კატალოგია. „Michel“-ის კატალოგი საინტერესო ცნობარია ფილატელისტებისათვის, მასში შეიძლება მოინახოს ბევრ ისეთ საფოსტო მარკაზე, რომლებიც ვერ მოხვდა ინგლისურ „Scott“-ის კატალოგში.

მიხელის მარკების კატალოგი გამოდის 1910 წლიდან. იგი თავდაპირველად წარმოადგენდა ერთ გერმანულ პროვინციაში აპოლდში (გერმ. Apolda) მცხოვრები მარკებით მოვაჭრის ჰუგო მიხელის ფასების პრეისკურანტს. 1920 წელს გამოცემა ორ ტომად გაიყო: 1. „ევროპა“ და 2. „დანარჩენი ქვეყნები“. დროთა განმავლობაში კატალოგის მოცულობა გაიზარდა და დღეს ის წარმოადგენს მრავალტომეულს, რომელიც მოიცავს მთელი მსოფლიოს მარკებზე ინფორმაციას. „Michel“-ის კატალოგების რაოდენობა სადღეისოდ, სპეციალური და დამატებითი ტომების ჩათვლით 40-ს შეადგენს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«მიხელის» 1999 წლის კატალოგის ერთი გვერდი: ერაყის მარკების (1995), რომლებიც არ შესულა «სკოტის» კატალოგში

«Michel»-ის კატალოგი ყოველწლიურად არ გამოიცემა. იგი მოიცავს დიდ ინფორმაციას მსოფლიოში გამოცემულ მარკებზე, მათი ტირაჟის, გამოცემის ფორმის (ცალი, ბლოკი, ფურცელი და სხვა) ჩათვლით, აგრეთვე მარკების გამომშვები ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, რაც საინტერესოა ფილატელისტებისათვის.

«Michel»-ის კატალოგი გერმანულ ენოვანია და შინაარსობრივადაც განსხვავდება ამერიკული «Scott»-ის კატალოგისაგან. მაგალითად, როდესაც აშშ-მა ემბარგო დაუწესა კუბას, ერაყს, ჩრდილოეთ კორეას, სკოტის რედაქციამ ამ ქვეყნების საფოსტო მარკები კატალოგში არ შეიტანა. იმავე პერიოდში, აღნიშნული ქვეყნების მარკების შესახებ მონაცემები შესული იყო მიხელის კატალოგში.

მართალია მიხელის კატალოგი უაღესად ინფორმაციულია, მაგრამ ზოგჯერ მასში საეჭვო წარმომავლობის მარკებიც შედიან. ამის მაგალითია ემირატებსა და არაბეთის ნახევრ კუნძულზე გამოშვებული მარკა «ქვიშია დიუნები», რომლებიც დიდი რაოდენობით გამოიცა 1960-1970-იან წლებში, მაგრამ საფოსტო დანიშნულებით არ გამოყენებულა. მსგავსი ტიპის მარკები არასოდეს ხვდება "სკოტის" კატალოგშჲ.

ტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალოგის ცალკე ტომი ეძღვნება საკუთრივ გერმანულ მარკებს. სულ 7 ტომის სახითაა წარმოდგენლი ევროპის ქვეუნების მარკები:

«მიხელის» კატალოგი 1996—1997, დასავლეთ ევროპის ტომი, A-L
მიხელის კატალოგის ტომები
  1. Mitteleuropa — ცენტრალური ევროპა
  2. Südwesteuropa — სამხრეთ-დასავლეთი ევროპა
  3. Südeuropa — სამხრეთი ევროპა
  4. Südosteuropa — სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა
  5. Nordeuropa — ჩრდილოეთი ევროპა
  6. Westeuropa — დასავლეთი ევროპა[1].
  7. Osteuropa — აღმოსავლეთი ევროპა[2].

«ზღვის გაღმა» ქვეყნების ტომი (გერმ. Übersee) გამოდიოდა 1920 წლიდან, როგორც «Michel»-ის კატალოგის მეორე ტომი და მასში შედიოდა ევროპის გარდა ყველა ქვეყანა. დროთა განმავლობაში ამ ტომის მოცულობა გაიზარდა და დღეისათვის ტომების 4 ჯგუფად არის წარმოდგენილი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1970-იან წლებში ამ ტომის საცალო ფასი შეადგენდა 38 გერმანულ მარკას
  2. 1970-იან წლებში ამ ტომის საცალო ფასი შეადგენდა 24.8 გერმანულ მარკას