მიხეილ შარვაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მიხეილ შერვაშიძე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხელ (მიქაელ) შარვაშიძე
ხამუთ-ბეი
Mikhail chachba.jpg
აფხაზთა მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1822
მმართ. დასასრული: 1866
წინამორბედი: უმარ-ბეი (დიმიტრი)
მემკვიდრე: გიორგი შარვაშიძე (სამთავრო გაუქმდა)
სხვა წოდებები: გენერალ-ადიუტანტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1806
დაბ. ადგილი: აფხაზეთი
გარდ. თარიღი: 1866
გარდ. ადგილი: ვორონეჟი
მეუღლე: ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანი
შვილები: მიხეილი და გიორგი
დინასტია: შარვაშიძე
მამა: სეფერ ალი-ბეი (გიორგი) შარვაშიძე
დედა: თამარ დადიანი
მოქვის ტაძარი, თავად შარვაშიძეთა საძვალე
Prince Michael of Abkhazia (Hamid Bey). Laurence Oliphant. The Trans-Caucasian campaign of the Turkish army under Omer Pasha. P.50.1856.jpg

მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, ზოგ შემთხვევაში, რუსულიდან მომდინარე შერვაშიძე (დ. 1806 — გ. 1866) — აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1822–1866 წლებში, უბრწყინვალესი თავადი, გენერალ-ადიუტანტი.

წარმოშობა[რედაქტირება]

იყო საფარ-ბეი (გიორგი II) შარვაშიძის, აფხაზეთის მთავრის (1810–1821) და სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის (1757—1788) ასულ თამარ დადიანის მეორე ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მამის, საფარ-ბეის ნებით მიხეილმა მიიღო ქრისტიანობა გაგზავნილ იქნა თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის (Отдельный Кавказский корпус) მთავარსარდლის შტაბში. საფარ-ბეი გარდაიცვალა 1821 წელს და აფხაზეთის მთავარი გახდა მისი უფროსი ვაჟი დიმიტრი. 1823 წელს, უფროსი ძმის, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის მიხეილი დაბრუნდა აფხაზეთში ორი რუსული ეგერთა პოლკის (დაახლოებით 400 ჯარისკაცი) თანხლებით, კაპიტან მორაჩევსკის მეთაურობით. 1824 წლამდე აფხაზების ალყაში იყო თავის რეზიდენციაში, სოფელ სოუკსუში (სოფ. ლიხნის თურქული სახელწოდება).[1][2] 1824 წელს 800 კაციანი რუსული რაზმის მხარდაჭერით, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვის მეთაურობით, შეძლო ალყის გარღვევა და აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შესრულებას პრაქტიკულად შეუდგა.

1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა.

ყირიმის ომის (1853-1855) დროს აფხაზეთში თურქები შეიჭრნენ და და მიხეილი იძულებული გახდა მათთვის ლოიალობა გამოეცხადებინა. ეს ფაქტი მას გაუხსენეს 1864 წელს, როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის 24 ივლისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ..[3][4]აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, მაგრამ ის ვორონეჟში, რუსეთში გადაასახლეს , რაც ძალიან უარყოფითად იქნა აღქმული აფხაზი ხალხის მიერ. მიხეილ შარვაშიძე 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს.[5]

მიხეილ შარვაშიძის დეპორტაციის და მალევე მისი გარდაცვალების შედეგი იყო ის, რომ 1864 წელის 24 ივნისს საბოლოოდ გაუქმდა აფხაზური თვითმმართველობა და შეიქმნა სოხუმის სამხედრო ოლქი. 1866 წლის ივლისში აფხაზთა სახალხო აჯანყების მონაწილეებმა მიხეილის ვაჟი გიორგი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის არმიამ აჯანყება ძალის გამოყენებით ჩაახშო.

წოდებები[რედაქტირება]

მიხეილ შარვაშიძემ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ რუსული არმიის ექსპედიციებში და მათში თავიც გამოიჩინა, რისთვისაც ჯერ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო, შემდეგ კი – გენერალ-ლეიტენანტის და გენერალ-ადიუტანტის.

საინტერესო ამბები[რედაქტირება]

  • მიხეილ შარვაშიძის, ისევე, როგორც სხვა შერვაძიძეთა ოფი­ციალური და არა­ოფი­ციალური მიმოწერა, ეპი­ს­ტო­ლა­რული მემ­კვიდრეობა და მისი კანცელარიიდან გამოსული სხვა ოფიცია­ლუ­რი დოკუ­მე­ნ­ტები მხო­ლოდ ქარ­თულ ენაზე იწარმოებ­და. აღსანიშნავია, რომ ამას ადასტურებენ თვით კა­ვ­კა­სი­ის რუ­სული ად­მინისტ­რა­ცი­ის მაღალ­ჩინო­ს­ნე­ბი. კერ­ძოდ, მიხეილ შარვაშიძის კა­რზე მყო­ფი რუ­სი გენერლის კოცებუს განც­ხა­დებით: "მთავარ შარვაშიძეთა ოჯახში დამწერლობისთვის ქართული ენა გამოიყენება" (в фа­ми­лии князей Шарвашидзе упо­т­ре­­­би­­тель­ний пи­­сьмен­ный язык грузинский).[6][7]
  • მოქვის ტაძარში დაკრძალული მიხეილ შარვაშიძის (ისევე, როგორც მისი ვაჟის, გიორგის) საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასო­­მთავ­რულით.[7]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. СМОЛЕНСКИЙ С. ВОСПОМИНАНИЯ КАВКАЗЦА. Военный сборник, № 9. 1872
  2. Воспоминания Григория Ивановича Филипсона "Русский Архив" 1883 г. № 6, стр. 303, 307, 308 и 348
  3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 416, აღწ. 3, საქმე 177, ფურც. 48
  4. Г.А. Дзидзария - Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия, Сухуми, "Алашара", 1982, ст. 250-252
  5. «Кавказ», 1866, № 68
  6. ჩხეტია შ. აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის (1853-1855 წ.წ.), საისტორიო მოამბე, №15-16, თბილისი, 1963
  7. 7.0 7.1 სპეკალი, №1 // ზურაბ პაპასქირი, შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Lak'oba, S. (1999). 18th century-1917 in The Abkhazians; a handbook. Curzon Press, Richmond (England)
  • И. Дроздова Обзор военных действий на западном Кавказе с 1848 по 1856 год т. XI, стр. 482
  • Высадка в 1857 г. на черкесский берег польско-английского десанта стр. 591 т. XIII
  • Утверждение наше в Абхазии стр. 124, 128, 130, 136, 140, 145, 146
  • Н. В. 1840, 1841 и 1842 годы на Кавказе стр. 365, 367, 421 и 422
  • т. XIV, то же, ст. 314 и 317
  • К. Обзор событий на Кавказе в 1846 году стр. 422 т.XVII