მიხეილ საბინინი
მიხეილ (გობრონ) საბინინი (საბინაშვილი[საჭიროებს წყაროს მითითებას]) (რუს. Михаил Павлович [Гоброн] Сабинин, დ. 1845, გ. 10 მაისი, 1900, მოსკოვი) — ქართველი[საჭიროებს წყაროს მითითებას] ბერი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე. მისი მამა, ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა - ქართველი ეკატერინე მირზაშვილი. XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1868 წლამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი - პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია გობრონი. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები. საბინინს აქვს შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“, ხოლო 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია წმინდა დანიელის მონასტერში, მოსკოვში. მისი საფლავის კვალი დღეს მთლიანად გამქრალია.
ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]
- Сабинин Гоброн (Михаил). История грузинской церкви до конца VI века. С.-Петербург, 1877
- Сабинин Гоброн (Михаил). Полное жизнеописание святых грузинской церкви, Оп. в 2-х частях в СПб., 1871.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ისტორიის გვერდი - საქართველოს მეგობრები - მიხეილ საბინინი. children.iatp.ge (2006). წაკითხვის თარიღი: 2009 წლის 02 23, კვირა.
- უსაფლავო გარეჯელი // Presage.tv
სტატიის