მიხეილ დიაკონოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ დიაკონოვი (რუს. И́горь Миха́йлович Дья́конов; დ. 12 ივნისი 1907 — გ. 8 ივნისი 1999) — საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნე; ირანის ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისა და კულტურის ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1946), პროფესორი(1949), ტაჯიკეთის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე(1951)[1]. 1924-26 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში, 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. მუშაობდა სახელმწიფო ერმითაჟში, მატერიალურ კულტის ისტორიის ინსტიტუტში, ლენინგრადის უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, მოსკოვის უნივერსიტეტში. ტაჯიკეთის არქეოლოგიურიექსპედიციის თანამშრომელი 1946 წლიდან(1953 ხელმძღვანელი). დიაკონოვი ავტორია ერთიანი ნაშრომისა და ირანისა ძველი ისტორიის შესახებ(„ძველი ირანის ისტორიის ნარკვევი“, 1961; გამოიცა ავტორის სიკვდილის მერე). ცნობილია აგრეთვე მისი პოეტური თარგმანები სპარსულიდან(ფირდოუსი, გორგანი, ნაზამი), ნორვეგიულიდან და სხვა ენებიდან.

სქოლიო[რედაქტირება]