მიხეილ ბულგაკოვი
| მიხეილ ბულგაკოვი | |
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| საქმიანობა: |
მწერალი, დრამატურგი |
| პერიოდი : | |
| მიმდინარეობა: |
პროზა, თეატრი |
| Magnum opus: | |
მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (რუს.: Михаил Афанасьевич Булгаков; (დ. 15 მაისი, 1891, კიევი — გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) რუსი მწერალი, რომანისტი და დრამატურგი. ავტორი რომანისა ოსტატი და მარგარიტა.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.
ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.
1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი.
1930–1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად.
გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.
[რედაქტირება] ლიტერატურული მოღვაწეობა
ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20–იან წელებით. 1922 – 1924 წელებში დაწერა ნოველა "თეთრი გვარდია", რომლის საფუძველზე შეიქმნა პიესა "ტურბინების დღეები".. მოგვიანებით დაიწერა მოთხრობა ძაღლის გული (1925).
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე ოსტატი და მარგარიტა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) Full English text of The Master and Margarita
- (ინგლისური) Full English text of The Heart of a Dog
- (ინგლისური) Full English text of The Fatal Eggs
- (ინგლისური) [Bulgakov's biography at SovLit.com
- (ინგლისური) Bulgakov's former residence
- (ინგლისური) (ფრანგული) (რუსული) Master and Margarita, Amateur but very high-quality site, devoted solely to Bulgakov's Master and Margarita
- (ინგლისური) Bulgakov's Master and Margarita
- (ინგლისური) God, Evil and the Savior
- (ფრანგული) http://www.marguo.com A French website about The Master and Margarita]
- (რუსული) Bulgakov museum in Moscow. The Odd Flat
- (რუსული) Cultural Center,Museum,Theatre "Bulgakov house" in Moscow.
- (რუსული) Diary of Cultural Center "Bulgakov house" in Moscow.
- (რუსული) Diary of Bulgakov museum in Moscow
- (რუსული) Bulgakov museum in Russian Wikipedia
- (რუსული) Theatre "Bu..." in "Bulgakov House"(Bulgakov Heroes in Moscow).
- (რუსული) Bulgakov.ru
- (ინგლისური) Mikhail Bulgakov
- (რუსული) Bulgakov Project at km.ru
- (რუსული) Klassika Bulgakov
- (ინგლისური) Mikhail Bulgakov in the Western World: A Bibliography
სტატიის