მიცვალებული მოდის (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიცვალებული მოდის
ჟანრი კრიმინალური დრამა
დამდგმელი რეჟისორი ტიმ რობინსი
პროდიუსერი ტიმ რობინსი, ჯონ კილიკი, რუდ სიმონი
სცენარის ავტორი ტიმ რობინსი
ნაწარმოები მიცვალებული მოდის, ავტორი:
და ჰელენ პრეხანი
როლებში შონ პენი
სუზან სარანდონი
მუსიკა დევიდ რობინსი
სიმღერის ტექსტის ავტორი ბრიუს სპრინგსტინი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი ლიზა ზენო ჩურგინი
კინოსტუდია PolyGram Filmed Entertainment, Working Title Films
დისტრიბუტორი Gramercy Pictures
გამოსვლის თარიღი 29 დეკემბერი, 1995
ხანგრძლივობა 122 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $11 მლნ
შემოსავალი $83 088 295

მიცვალებული მოდის (ინგლ. Dead Man Walking) — 1995 წლის ამერიკული კრიმინალური დრამა. გადაღებულია ტიმ რობინსის მიერ. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას. სუზან სარანდონმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ორი მთვრალი და ნარკოტიკებით გაბრუებული ნაძირალა მხეცურად დახოცავს შეყვარებულ წყვილს და გააუპატიურებს გოგონას. ერთ მათგანს სამუდამო პატიმრობას, ხოლო მეორეს სიკვდილს მიუსჯიან, რამდენადაც ამ უკანასკნელს კარგი ადვოკატი არ ჰყავდა. ეს უკანასკნელი, მეთიუ, დახმარებისთვის მონაზონ ჰელენ პრეხანს მიმართავს. ის ამტკიცებს, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია. ჰელენი მას განაჩენის გასაჩივრებაში და შეწყალების თხოვნაში ეხმარება. მეთიუს განაჩენი არ იცვლება. ჰელენი ცდილობს, შეუმსუბუქოს მეთიუს უკანასკნელი დღეები და დაეხმაროს მას ჩადენილის მონანიებაში.

სახელწოდება[რედაქტირება]

ფილმის სათაური იმეორებს წიგნის სათაურს, რომელზეც ისაა დაფუძნებული. ესაა სტანდარტული ფრაზა, სიკვდილით დასჯის რიტუალის ნაწილი აშშ-ს ციხეებში. მას წარმოთქვამს მცველი, როდესაც სიკვდილმისჯილს მიაცილებს სასჯელის აღსრულების ოთახამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]