მიშელ შალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მიშელ შალი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 15 ნოემბერი, 1793 | |
| დაბადების ადგილი | ეპერნონი, საფრანგეთი | |
| გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 1880 | |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი | |
| მოქალაქეობა | ფრანგი | |
| სამეცნიერო სფერო | მათემატიკა | |
მიშელ შალი (ფრანგ. Michel Chasles; დ. 15 ნოემბერი, 1793, ეპერნონი – გ. 18 დეკემბერი, 1880, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსები და მათემატიკის ისტორიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1851). პარიზის პოლიტექნიკური სკოლისა და (1841 წლიდან) და პარიზის უნივერსიტეტის (1846 წლიდან) პროფესორი. შალს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები გეომეტრიაში. შალის გამოკვლევებმა მათემატიკის ისტორიაში, განსაკუთრებით მისმა „გეომეტრიული მეთოდების წარმოშობისა და განვითარების ისტორიულმა მიმოხილვამ“, ხელი შეუწყო ცალკეულ გამოკვლევათა შორის დამოკიდებულების დადგენას და ამ დარგში მეცნიერულ იდეათა ისტორიული კავშირის გამოკვლევას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 677, თბ., 1986 წელი.
სტატიის